Úterý, 05. prosinec 2017 – Pátek, 08. prosinec 2017 Uložit v mém kalendáři

ჰაინრიჰ ბიოლი: მწერალი და მოქალაქე / Heinrich Boell: Writer and Citizen

გამოფენა და საჯარო ლექცია / Exhibition and Public Lecture

ა.წ. 5 დეკემბერს 16:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ჰაინრიჰ ბიოლის 100 იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის
"ჩარევა სასურველია"
გახსნაზე ქუთაისში.

გამოფენაზე წარმოგიდგენთ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი გერმანულენოვანი მწერლის ჰაინრიჰ ბიოლის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
გამოფენა გაგრძელდება 8 დეკემბრის ჩათვლით.

ასევე 5 დეკემბერს, 17:00 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის განყოფილების პრეზიდენტის მანანა პაიჭაძის ლექცია
"ჰაინრიჰ ბიოლი: მწერალი და მოქალაქე".
მანანა პაიჭაძე ისაუბრებს ჰაინრიჰ ბიოლის შემოქმედებაზე და მის სტუმრობაზე საქართველოში.

მისამართი: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის გამზ. 59

 

On December 5, at 4:00 pm the South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation and Akaki Tsereteli State University (Kutaisi) host opening of the exhibition

"Intervention Desired" dedicated to 100th jubilee of Heinrich Boell.

The exhibition presents the work and life of Heinrich Boell, one of the most prominent German writers of the 20th century.

The opening will be followed by public lecture by Manana Paitschadze "Heinrich Boell: Writer and Citizen".

Adresa
➽ See event description
Pořadatel/ka
Heinrich-Böll-Stiftung Tbilisi - South Caucasus Region