Podiumsdiskussion Mittwoch, 14. Februar 2018 in
Tbilisi

ევროპა და ახალი მსოფლიო ‘უწესრიგობა’ / Europe and the new world ‘disorder’

საჯარო დისკუსია / Public Debate

Urheber/in: hbs. Creative Commons License LogoDieses Bild steht unter einer Creative Commons License.
Datum, Uhrzeit
Mi.., 14. Febr.. 2018,
18:00  – 20.30 Uhr In meinem Kalender speichern
Sprache
Englisch
Georgisch
Veranstalter/in
Heinrich Böll Foundation, South Caucasus, Georgia

For English, please, scroll down>>

ოთხშაბათს, 14 თებერვალს, 18:00 სთ-ზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე

►ევროპა და ახალი მსოფლიო ‘უწესრიგობა’: ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ◄

ძირითადი მომხსენებლები:
► რებეკა ჰარმსი, ევროპარლამენტის წევრი, მწვანეთა პარტია/ევროპული თავისუფალი ალიანსიდან, ევრონესტის თანა-თავმჯდომარე;
► თამარ ხულორდავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
► სერგი კაპანაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
მოდერატორი: ვანო ჩხიკვაძე, ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“.

დღესდღეობით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სხვადასხვა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევის წინაშე დგანან, რაც ამ ქვეყნების მთავრობებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისგან მრავალმხრივი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. რთულ საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობასთან ერთად გასათვალისწინებელია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შიდა დემოკრატიის კუთხით არსებული სირთულეები, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, ულტრა მემარჯვენე ძალების გაძლიერებას, აღმასრულებელი ხელისუფლების ძალის გადამეტებას და სხვა პრობლემებს.
საერთაშორისო პროცესების ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს რამდენად აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს ევროკავშირი და რამდენად მიჰყვებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები დაგეგმილი რეფორმების გზას.
დისკუსიაზე ვიმსჯელებთ შემდეგ საკითხებზე:
- რა არის ევროკავშირის მთავარი სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპაში?
- როგორ შეიძლება გაუმკლავდეს აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნები ავტორიტარულ ტენდენციებს პოლიტიკაში?
- რა როლი ენიჭება სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამოწვევების გადალახვაში?

ღონისძიების ენა: ქართულ-ინგლისური (სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია)
დისკუსია გაიმართება ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის ქ.10).

***
On Wednesday, February 14, at 6:00 pm, Heinrich-Böll-Stiftung South Caucasus and Open Society Georgia Foundation invite you to the public discussion

►Europe and the new world ‘disorder’: EU’s policy towards Eastern Europe◄

Speakers:
► Rebecca Harms, member of the European Parliament, Group of the Greens/European Free Alliance and co-chair of EURONEST Parliamentary Assembly;
► Tamar Khulordava, Chairperson of the Committee on European Integration;
► Sergi Kapanadze, member of the Committee on European Integration.
Moderator: Vano Chkhikvadze, EU Integration Field Manager, Open Society Georgia Foundation.

Nowadays Eastern European countries face different foreign and security policy challenges which require the implementation of multi-faceted policy approach from the side of the governments of these countries and the EU. Apart from the problematic foreign affairs situation, there are difficulties regarding internal democratic development which are connected to the protection of human rights, rise of ultra-right wing forces, use of excessive power by the executive governments and other problems.
In light of the ongoing processes on the international arena, EU’s neighborhood policy towards countries of the Eastern Partnership is very interesting. In this regard, it is especially important to analyze how active is EU’s policy and whether Eastern Partnership countries follow the planned reforms or not.
Following issues will be touched upon during the public discussion:
- What is EU’s main strategy in Eastern Europe?
- How can Eastern European countries deal with authoritarian tendencies in politics?
- What is the role of civil society in overcoming domestic and foreign policy challenges in Georgia?

Language of the event: English-Georgian (simultaneous translation provided)
The discussion will be held at Open Society Georgia Foundation (Address: Chovelidze Str.10).