Creator: Heinrich Boell Foundation.

Tuesday, 02. June 2015 7:00 pm – 9:00 pm Save in my calendar

ჩრდილოეთ კავკასიელი ქალების ცხოვრება და მდგომარეობა / Жизнь и положение женщин на Северном Кавказе

ფილმის ჩვენება და დისკუსია / Показ фильма и дискуссия

სამშაბათს, 2 ივნისს, 19:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე

ჩრდილოეთ კავკასიელი ქალების ცხოვრება და მდგომარეობა.

დისკუსია გაიხსნება ჩრდილოეთ კავკასიელი ქალების შესახებ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის რუსეთის ბიუროს მიერ გადაღებული ფილმის „არ მომცე უფლება, გავჩერდე“ ჩვენებით.

ძირითადი მომხსენებლები:

  • ირინა კოსტერინა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის რუსეთის ბიუროს პროგრამების კოორდინატორი;
  • მარინა თაბუკაშვილი, ფონდის „ტასო“ ხელმძღვანელი;
  • ლუიზა მუთოშვილი, სოფელ დუისის (პანკისის ხეობა) საჯარო სკოლის პედაგოგი.

საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასია მრავალი მცირე და ფართომასშტაბიანი კონფლიქტის კერად იქცა. ამ კონფლიქტების ფონზე ნაკლები ყურადღება ეთმობა საზოგადოებებს შიგნით არსებულ პრობლემებს, როგორიცაა, მაგალითად, ქალების სოციალური და უფლებრივი მდგომარეობა. სულ ახლახანს, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდა არასრულწლოვანი ჩეჩენი გოგონას ხანშიშესულ მამაკაცზე ქორწინება, რომელიც რუსეთის ფედერალური არხებით ფართოდ გაშუქდა. არის თუ არა ეს პრაქტიკა ყოველდღიურობა და რა პრობლემებს აწყდებიან ჩრდილოეთ კავკასიელი ქალები? რამდენად შეიძლება მოვახდინოთ დისტანცირება მსგავსი პრობლემებისგან? ან პირიქით, რამდენად შესაძლებელია პარალელების პოვნა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში გენდერული პრობლემატიკის თვალსაზრისით?

ენა: რუსული თანმიმდევრული თარგმანით

Во вторник, 2 июня, в 19:00 Фонд им. Генриха Бёлля приглашает вас принять участие в общественной дискуссии

Положение женщин на Северном Кавказе.

Докладчики:

  • Ирина Костерина, программный координатор гендерной программы
  • Марина Табукашвили, Фонд Тасо
  • Луиза Мутошвили, учительница средней школы дер. Дуиси (Панкисское ущелье)

Перед началом дискуссии будет показан документальный фильм "Не дайте мне остановиться!"

Язык: русский с последовательным переводом на грузинский