ქალაქის კონტურები: ურბანისტული ლექციები ბიოლის ფონდში / Contours of the City: Urban Lectures at Boell Foundation

ქალაქის კონტურები: ურბანისტული ლექციები ბიოლის ფონდში / Contours of the City: Urban Lectures at Boell Foundation

წიგნის პრეზენტაცია / Book Presentation
Creator: Heinrich Boell Foundation. All rights reserved.

Scroll down for information in English>>
ოთხშაბათს, 24 თებერვალს, 18:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ ვლადიმერ (ლადო) ვარდოსანიძის სტატიების კრებულის

ქალაქის კონტურები. ურბანისტული ლექციები ბიოლის ფონდში

პრეზენტაციაზე.

პუბლიკაციას წარადგენენ:

  • ნინო ლეჟავა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი;
  • ალექსანდრე ელისაშვილი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
  • ირაკლი ჟვანია, ქალაქმგეგმარებელი;
  • ვლადიმერ ვარდოსანიძე, ურბანისტი.

ღონისძიება ტარდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის, გოეთეს ინსტიტუტის საქართველოში და დი-ვი-ვი ინტერნეშენალის ერთობლივი პროექტის "ქალაქის მწვანე ფორუმის" ფარგლებში.

დასწრება თავისუფალია!

„ქალაქის კონტურები: ურბანისტული ლექციები ბიოლის ფონდში“ ლადო ვარდოსანიძის მიერ ფონდის სასტიპენდიო პროგრამაში მოღვაწეობისას მომზადებული მოხსენებების საფუძველზე შექმნილ სტატიებს აერთიანებს. ეს გამოცემა საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, როგორც ქალაქის მართვის პოლიტიკის, ისე ქალაქური ცხოვრების სოციალურ-კულტურული პერსპექტივით ქალაქგანვითარების პრობლემების ღრმა სამეცნიერო და მაღალ კვლაფიციურ პროფესიულ მიმოხილვას გვთავაზობს. ჩვენი მიზანი იყო ლადო ვარდოსანიძის მრავალწლიანი ნააზრევის წიგნად გამოცემით ამოგვევსო ის ნაპრალი, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქალაქგანვითარების პოლიტიკის საზოგადოებრივი ცხოვრებისგან მოწყვეტამ წარმოქმნა.

„ქალაქის კონტურები“ ქალაქის მესვეურთა და გულშემატკივართათვის ჩვენი მხრიდან გაღებული წვლილია, ვინაიდან ქალაქის მთავრობა სწორედ ახლა მუშაობს თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე და სწორედ ახლაა საჭირო დედაქალაქის რთული ურბანული პრობლემების თავიდან გააზრება და მათი მეცნიერული რეფლექსია.

On Wednesday, February 24, at 6:00 pm the South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation hosts presentation of publication

Contours of the City. Urban Lectures at Boell Foundation - Collection of articles by Vladimer Vardosanidze.

The publication will be presented by:
- Nino Lejava, Director of the South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation;
- Alexander Elisashvili, member of the City Assembly of Tbilisi;
- Irakli Zhvania, City Planner;
- Vladimer Vardosanidze, Urbanist.

The event is organized in the framewoks of "Green Forum of the City" by Heinrich Boell Foundation, Goethe Institute Georgien, and DVV International.

Admission is free
Language: Georgian
Venue: Goethe Institute, 16, Zandukeli st., Tbilisi