ქალები ხელოვნებაში თუ ქალური ხელოვნება? / Women in Arts or Women's Art?

ქალები ხელოვნებაში თუ ქალური ხელოვნება? / Women in Arts or Women's Art?

ვიქტორია ლომასკოს გამოფენა და საჯარო დისკუსია / Exhibition by Victoria Lomasko and Public Debate
Creator: Illustration by Victoria Lomasko. All rights reserved.

For English scroll down

3 მარტს, 17:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და გოეთეს ინსტიტუტი თბილისში გიწვევთ ვიქტორია ლომასკოს გამოფენასა და საჯარო დისკუსიაზე

ქალები ხელოვნებაში თუ ქალური ხელოვნება?

მომხსენებლები:

  • ვიქტორია ლომასკო, არტისტი, რუსეთი;
  • სოფია კილასონია, ხელოვნებათმცოდნე;
  • ლია უკლება, არტისტი;
  • თეო ხატიაშვილი, ხელოვნებათმცოდნე, საქართველო.

მოდერატორი: ნინო ლეჟავა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო

ღონისძიების ენა: ქართული, სინქრონული თარგმანი ინგლისურ ენაზე უზრუნველყოფილია
მისამართი: გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16
დასწრება თავისუფალია!

***
ბიშკეკი - ერევანი - დაღესტანი - თბილისი. ფემინისტური მოგზაურობა

გამოფენაზე წარმოდგენილია რუსი მხატვრის, ვიქტორია ლომასკოს დიდი პროექტის დასაწყისი - მისი მოგზაურობების ციკლი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელის ძირითადი საკვლევი თემებია: გენდერული პრობლემები (ქალთა უფლებები, ლგბტ უფლებები), ურთიერობა ერებს შორის, გავრცელებული ინიციატივებისა და აქტივიზმის განსხვავებული ფორმები. ქალები სხვადასხვა სოციალური ფენიდან ვიქტორიას გრაფიკული რეპორტაჟების მთავარი გმირები არიან. ამ რეპორტაჟებს მხატვარი ყირგიზეთში, სომხეთსა და დაღესტანში მოგზაურობის დროს ქმნიდა. წარმოდგენილია ახალი რეპორტაჟის - „მოგზაურობა თბილისში“ - სამუშაო მასალაც.
მოგზაურობის დროს ვიქტორია არა მხოლოდ ხატავს, არამედ კითხულობს ლექციებსა და უძღვება მასტერ-კლასებს, პირველ რიგში, ფემინისტებისა და აქტივისტებისთვის. მაგალითად, ყირგიზეთში მოგზაურობის დროს, ბიშკეკის ფემინისტური ჯგუფის მიწვევით, ვიქტორია გახდა პროექტის „16 დღე - 16 ტრაფარეტი“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრი და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ატარებდა ვორქშოპებს. თბილისში ვიქტორია უძღვებოდა ფემინისტური ტრაფარეტის მასტერ-კლასს, რომლიც ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები ასევე წარმოდგენილია ამ გამოფენაზე. ამავდროულად, ეს ტრაფარეტები 8 მარტის მსვლელობის ნაწილი გახდება.

On March 3, at 5:00 pm the South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation and Goethe Institute in Georgia host Victoria Lomasko's exhibition and Public Debate

WOMEN IN ARTS OR WOMEN’S ART?

Speakers:

  • Victoria Lomasko, Artist, Russia;
  • Sophia Kilassonia, Art Critic;
  • Lia Ukleba, Artist;
  • Teo Khatiashvili, Art Critic.

Moderator: Nino Lejava, Director of the South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation.

Language of the event: Georgian, English simultaneous translation is provided.
Venue: Goethe Institute in Georgia, 16 Zandukeli st., Tbilisi

Bishkek — Yerevan — Dagestan — Tbilisi. Feminist Travels

The exhibition features the initial stage of a large-scale project by the Russian artist, Victoria Lomasko – it constitutes a series of trips around the post-Soviet space, the key research topics of which were the following: gender issues (women’s rights, attitudes towards LGBT persons), interethnic relations, various forms of grassroots initiatives and activism. Women representing a variety of social environments are the main protagonists of the graphic reports Lomasko produced during her visits to Kyrgyzstan, Armenia and Dagestan. Preparatory material for a new report, “Travels to Tbilisi” has also been compiled.
During her trips, the artist not only draws, but also lectures and conducts workshops primarily for activists/feminists. For instance, during her visit to Kyrgyzstan at the invitation of the Bishkek Feminist Collective, Lomasko was part of the organizational team for the project “16 Days – 16 Stencils” and conducted workshops in the framework of the “16 Days of Activism against Gender Violence” campaign. A workshop on feminist stenciling was also held in Tbilisi. The present exhibition includes works created by the participants of the workshop. Moreover, there are plans to use the stencils in designing the visuals for the feminist march on March 8.