პირადი პოლიტიკურია: ფემინისტური დღის წესრიგის განსხვავებული პერსპექტივები / Private is Public: Different Perspectives of Feminist Agenda

პირადი პოლიტიკურია: ფემინისტური დღის წესრიგის განსხვავებული პერსპექტივები / Private is Public: Different Perspectives of Feminist Agenda

წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია / Book Presenation and Discussion
Creator: Heinrich Boell Foundation. Creative Commons License LogoThis image is licensed under Creative Commons License.

For summary in English, scroll down >>
სამშაბათს, 21 თებერვალს, 18:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი (ზოვრეთის ქ. 38) გიწვევთ წიგნის პრეზენტაციასა და დისკუსიაზე

პირადი პოლიტიკურია: ფემინისტური დღის წესრიგის განსხვავებული პერსპექტივები

ძირითადი მომხსენებლები:
- თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ზარა ჰარუტუნიანი, ფემინისტი აქტივისტი, სოციალურ-კულტურული პლატფორმა "კომუნა"

‘პირადი პოლიტიკურია’ - ფრაზა, რომელიც 1960-იანი წლების მიწურულიდან ფემინისტური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა, ხაზს უსვამს იმ კავშირს, რაც პირად გამოცდილებასა და ფართო სოციალურ-პოლიტიკურ სტრუქტურებს შორის არსებობს. ფემინისტები ამ კავშირის ხასიათს სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებენ და განსხვავებულად ხედავენ სასურველ პოლიტიკურ ქმედებებსაც, რომელიც მასზე დაფუძნებით უნდა დაისახოს.

მომხსენებლები, თამარ ცხადაძე (ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ზარა ჰარუტუნიანი (ფემინისტი აქტივისტი, სოციალურ-კულტურული პლატფორმა ‘კომუნა’) წარმოადგენენ ლიბერალურ და რადიკალურ ხედვებს ორ პუბლიკაციაზე დაყრდნობით: ‘ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია’ და ‘ანტიგენდერული მოძრაობის აღმასვლა: ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში’.

დღეს, რადიკალურ მემარცხენე მოძრაობებში პოპულარულია ლიბერალური ღირებულებების იმგვარი კრიტიკა, რომელიც ლიბერალიზმს ნეოლიბერალიზმის გაძლიერებასა და სოციალური უთანასწორობის პრობლემის მარგინალიზირებაში ადანაშაულებს. ასეთი კრიტიკა, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ფემინისტური დღის წესრიგის განვითარებისთვის, მეორეს მხრივ შეიძლება წყალს ასხამდეს კონსერვატიული, ანტიგენდერული მოძრაობების წისქვილზე.

თავის მოხსენებაში თამარ ცხადაძე შეეხება საკითხებს:
► რა არის ის ლიბერალური ღირებულებები, რომლებიც ცენტრალურია ფემინისტური მოძრაობისათვის?
► რა ალტერნატიული ჩარჩოები არსებობს ანტიგენდერული მოძრაობების გააზრებისთვის და რა არის ამ ჩარჩოების იმპლიკაციები ფემინისტური მოძრაობისთვის?

ზარა ჰარუტუნიანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ლიბერალურ დღის წესრიგს და მასში თანასწორობის იდეის ცენტრალურობას. ის ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ კითხვებზე:
► რა არგუმენტებია ლიბერალური ფემინიზმის, იდენტობის პოლიტიკისა და მასთან ასოცირებულ სტრატეგიების კრიტიკისთვის?
► როგორია ალტერნატიული დღის წესრიგი რადიკალური პერსპექტივიდან?

ღონისძიების ძირითადი ენაა ქართული. ზარა ჰარუტუნიანი მოხსენებას გააკეთებს რუსულ ენაზე. თარგმანის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, შეგვატყობინოთ წინასწარ.

On Tuesday, February 21, at 6:00 pm South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation organizes presentation of its latest publications "Fight for Public Space" and "Antigender movement on the Rise" and discussion

Private is Political: Different Perspectives of Feminist Agenda"◄

Speakers:
- Tamar Tskhadadze, philosopher, Ilia State University, Tbilisi, Georgia;
- Zara Harutyunyan, feminist-activist, social-cultural platform "Commune", Yerevan, Armenia.

Language of the event - Georgian, Zara Harutyunyan's lecture - Russian.

Adimission is free!