სექსიზმი კანონმდებლობაში – გენდერული სტერეოტიპების გავლენა სამართალწარმოების პროცესზე / Sexism in Law – The Impact of Gender Stereotypes on Legal Proceedings

სექსიზმი კანონმდებლობაში – გენდერული სტერეოტიპების გავლენა სამართალწარმოების პროცესზე / Sexism in Law – The Impact of Gender Stereotypes on Legal Proceedings

ულრიკე შულცის საჯარო ლექცია / Public Lecture by Ulrike Schultz
Creator: Heinrich Boell Foundation. All rights reserved.

For English scroll down
2016 წლის 4 მარტს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) - თანამშრომლობით, გიწვევთ ულრიკე შულცის საჯარო ლექციაზე:

სექსიზმი კანონმდებლობაში – გენდერული სტერეოტიპების გავლენა სამართალწარმოების პროცესზე.

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32)
ლექციის ენა: ინგლისური (ქართული სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია)
დასწრება თავისუფალია  (საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა).

ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვება თამარ გურჩიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, PROLoG-ის მიერ დაფინანსებული ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი.

ულრიკე შულცი იურისტია, რომელიც უფროსი მეცნიერის პოზიციაზე მუშაობს ჰაგენის (გერმანია) დისტანციური სწავლების უნივერსიტეტში. ამავდროულად, ულრიკე იკვლევს გენდერსა და კარიერას გერმანიის იურიდიულ აკადემიაში. მისი კვლევითი სფეროებია: გენდერი და კანონმდებლობა, იურიდიული პროფესიების სოციოლოგია, დიდაქტიკა და პროფესიონალური კომუნიკაცია. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო სოციო-იურიდიულ პროექტში, სადაც უძღვებოდა, მაგალითად, დიდ ემპირიულ კვლევას ქალების კარიერის შესახებ სასამართლო სისტემაში. ის ხელმძღვანელობდა იურიდიული პროფესიების შედარებითი კვლევის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფს, ხოლო 2006 წლიდან არის „Oñati-ს (საერთაშორისო ინსტიტუტი კანონის სოციოლოგიაში) გამგეობის წევრი.

***
სექსიზმის საფუძველი ის გენდერული სტერეოტიპებია, რომელთა მიხედვით ქალებსა და მამაკაცებს სრულიად განსხვავებულ, ხშირად ურთიერთსაპირისპირო თვისებებსაც კი მიაწერენ. ეს სტერეოტიპები გამყარებულია რელიგიით, კულტურით, ისტორიითა და ეკონომიკური მდგომარეობით, რაც განაპირობებს მამაკაცის მაღალ სტატუსს საზოგადოებაში. ეს უკანასკნელი კი ნიშნავს, რომ მამაკაცი სოციალურად უფრო ღირებულია, ქალი კი დაქვემდებარებულ პოზიციაშია. გენდერული სტერეოტიპები ღრმად არის ფესვგადგმული კანონებშიც და დღემდე ახდენს ზეგავლენას კანონშემოქმედების პროცესზე. ამის ყველაზე ხელშესახები მაგალითები საოჯახო და შრომითი კანონმდებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში თანასწორობის შესახებ რეგულაციამ არაერთი საკანონმდებლო რეფორმა გაიარა, დღემდე შენარჩუნებულია შეუსაბამობა საგადასახადო და სოციალური დაცვის კანონებში. ამავდროულად, ჯერ კიდევ არ არსებობს იმის ანალიზი და დაკვირვება, თუ რამდენად შეესაბამება საკანონმდებლო რეგულაციები ქალებისა და მამაკაცების არსებულ მდგომარეობას საზოგადოებაში.
გენდერული სტერეოტიპების მხედველობაში მიღება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ხდება კანონის გატარება, განსაკუთრებით კი - სამართალწარმოების დროს. ამ შემთხვევაში მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რამდენად და რა შემთხვევებში ახდენს ზეგავლენას გენდერული ცრურწმენები და უპირატესობები გამოტანილ გადაწყვეტილებებზე. ულრიკე შულცი სწორედ აღნიშნულ ზეგავლენას განიხილავს და საერთაშორისო შედარებითი ანალიზის შედეგებს წარმოადგენს.

On March 4, 2016, at 5:30 pm Ilia State University School of Law and South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation host public lecture by Ulrike Schultz

Sexism in Law – The Impact of Gender Stereotypes on Legal Proceedings.

Venue: Ilia State University, Book House “Ligamus”, 32, Chavchavadze Ave.
Language: English (Georgian simultaneous translation is provided)
Admission is free! Preliminary registration is obliged

Lecture will be followed by the discussion. The discussion will be moderated by Tamar Gurchiani, associate professor and PROLoG supported Human Rights Chair at Ilia State University School of Law

ULRIKE SCHULTZ is a lawyer and Senior Academic at the FernUniversität in Hagen (distance learning university), Germany. Currently she is researching Gender and Careers in the Legal Academy of Germany. Ms Schulz specializes in questions of gender and law, the sociology of the legal profession, and didactics and professional communication. She has taken part in many international socio-legal projects, and conducted big empirical studies on, for example, women’s careers in the judiciary. She has headed the International Working Group on the Comparative Study of Legal Professions and has been a member of the Oñati International Institute for the Sociology of Law governing board since 2006.

***
Sexism is based on gender stereotypes, which ascribe men and women fundamentally different, often contradictory qualities. These stereotypes are reinforced by religion, culture, history and economic conditions, which ensure that men occupy a higher social status, are considered superior and tend to be more socially valued than women, while the latter are seen as subordinate. These gender stereotypes are embedded in legal rules and to this day continue to influence law making. The most tangible examples can be found in family and labor law. In spite of legal reforms under the equal rights regulations in Germany, disparities persist, e.g. in tax law and social security legislation. Simultaneously, it remains to be analyzed and observed whether the legal regulations comply with the situation of women and men in society.

Also, in the application of law, particularly in legal proceedings, the question arises as to whether and where gender prejudice and preferences influence litigation. Ulrike Shultz will explore the effects of this influence and illustrate its consequences with examples from her international comparative analytical work.