Creator: Heinrich Boell Foundation. Creative Commons License LogoThis image is licensed under Creative Commons License.

Thursday, 16. June 2016 7:00 pm – 9:00 pm Save in my calendar

13 ივნისის გაკვეთილები / June 13: Lessons Learned

საჯარო დისკუსია / Public debate

For information in English, please, scroll down

ხუთშაბათს, 16 ივნისს, 19:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე

13 ივნისის გაკვეთილები

ძირითადი მომხსენებლები:

  • თეიმურაზ მურღულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
  • გიორგი გოცირიძე, საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ დირექტორი;
  • ერეკლე ურუშაძე, პროგრამის მენეჯერი, საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო;
  • ირაკლი ჟვანია, არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი.

მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო მდგრადი ურბანული განვითარების შესახებ დისკუსიას აგრძელებს და საზოგადოებას სთავაზობს მსჯელობას შემდეგ საკითხებზე:
- რა მნიშვნელოვანი ხარვეზები წარმოჩინდა 2015 წლის 13 ივნისის შედეგების ანალიზისას და რა ვისწავლეთ სამომავლო სტრატეგიების დაგეგმვის თვალსაზრისით?
- რა როლს ასრულებს ეკოლოგიური საკითხები მასშტაბური პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში? - როგორ იგეგმება მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული თუ სამშენებლო პროექტები საქართველოში?
- შეიცვალა თუ არა ურბანული, გარემოს დაცვის და ბუნებრივ რესურსების პოლიტიკა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში?
- როგორ უნდა დაბალანსდეს კომერციული, პოლიტიკური, ინსტიტუციური ინტერესები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის?

შარშანდელმა ტრაგედიამ ნათელი გახადა ის შეცდომები და ნაკლოვანებები, რაც კრიზისების მართვის, გარემოს დაცვის, ურბანული დაგეგმარების, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის და განხორციელების პოლიტიკას უკავშირდება. მართალია სტიქიის მიზეზების სიღრმისეული შესწავლა არ მომხდარა, მოვისმინეთ არა ერთი სპეციალისტის რეკომენდაცია, რომელიც ურბანულ სარეკრეაციო ზონებში განაშენიანების მაქსიმალური შეზღუდვას, ქალაქგანვითარების და სატრანსპორტო გეგმების ბუნებრივი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით შედგენას, კატასტროფების პრევენციისა და ადრეული შეტყობინებების სისტემის დანერგვას, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესებზე მუდმივ დაკვირვებას ითვალისწინებდა. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია მოხდა თუ არა გადაწყვეტილების მიმღებების მიერ ამ რეკომენდაციების სრულად ან ნაწილობრივ გათვალისწინება და რა რეალური ნაბიჯები იდგმევა სისტემური ხასიათის ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ერთი წლის თავზე, ბუნებრივ ლანდშაფტებში უხეში ჩარევის, სარეკრიაციო ზონებში მასიური მშენებლობების და ბუნებრივ, კულტურულ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების სრულყოფილად შესწავლის გარეშე დაწყებული პროექტების, კვლავაც არაერთი შემთხვევა გვაქვს. ასევე, ხშირად გადაწყვეტილების პროცესიდან სრულიად გამოთიშულია დაინტერესებული საზოგადოება. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ აღნიშნული საკითხების გარშემო სულ უფრო მეტი კითხვები ჩდება და საჭიროებს პოლიტიკის შესაბამის რეაგირებას.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: ქ. თბილისი, ზოვრეთის ქ. 38 (http://bit.ly/1LigbBM)


On Thursday, June 16, at 7:00 pm, South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation organizes public debates on

June 13: Lessons Learned

Speakers:

  • Teimuraz Murghulia, Deputy Minister of Environment and Natural Resources Protection of Georgia;
  • Giorgi Gotsiridze, Director of consulting company GeoGraphic;
  • Irakli Jvania, Architect, Urban Planner;
  • Erekle Urushadze, Program Manager at Transparency International-Georgia.

Moderator: Tamar Gurchiani, Lawyer

Language of the event: Georgian

Address: 38, Zovreti st., Tbilisi 0160

You are kindly invited to participate in the event!