Discussion evening
- Thursday, 15. May 2014 5:00 pm – 7:00 pm Save in my calendar
ანტიდისკრიმინაციული კანონი თანასწორობის პოლიტიკისთვის
ხუთშაბათს, 15 მაისს, 17:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე:
"ანტიდისკრიმინაციული კანონი თანასწორობის პოლიტიკისთვის"
ძირითადი მომხსენებლები:
- გიორგი გოცირიძე, იურისტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“
- დავით ლიკლიკაძე, ჟურნალისტი, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
მოდერატორი: ქეთევან ბერძენიშვილი, რადიო „ძველი ქალაქი“
მისამართი: ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. 6
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამა წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონი ქმედითი პოლიტიკის საფუძველი გახდეს საქართველოს მოქალაქეებს შორის რეალური თანასწორობის დამკვიდრებისთვის?
კანონი ევროკავშირთან დაახლოვების პოლიტიკის ნაწილია და მის მიღებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. თუმცა მისი ოპონენტებისთვის ეს საკითხი უპირატესი წონისა არ იყო. მათ ასევე ყურადღების მიღმა დატოვეს ის ფაქტი, რომ კანონი უპირველეს ყოვლისა საქართველოს მოქალაქეების უფლებების უზრუნველყოფაზეა მიმართული. კანონის ძირითადი დანიშნულებაა უზრუნველყოს უფლებრივი თანასწორობა და ცხოვრების თანაბარი პირობები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი კუთვნილებისა სტატუსური თუ არა სტატუსური ჯგუფებისადმი. უფრო საშიში, ეს უყურადღებობა კი არა, ის გახდა, რომ გარკვეულ ჯგუფთა შორის თანასწორობა მიუღებლად იქნა აღქმული. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი საკითხია როგორ იმუშავებს კანონი, რომელმაც საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი შეაშფოთა. კითხვას, თუ როგორი იქნება ქმედებაში გადატანილი ეს სამართლებრივი აქტი, ამძაფრებს ის შიშიც, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომელთა შორის კანონის აღმასრულებლებიც არიან (პოლიციელები, მოსამართლეები, სხვადასხვა რანგის და სფეროს საჯარო მოხელეები) მას არ მიიღებს, როგორც სახელმძღვანელო პრინციპს და იგი ლიტონ სიტყვად შეიძლება დარჩეს.
შესაბამისად, ისმის ლოგიკური კითხვა, რა უნდა გახდეს შემდეგი ნაბიჯი ან ზომების ერთობლიობა იმისთვის რომ:
- შეიქმნას პოლიტიკის ეთოსი, რომელიც მოქალაქეებს თავს დაფასებულად და დაცულად აგრძნობინებს;
- აამაღლებს უმცირესობის წარმომადგენელ მოქალაქეთა თვითშეფასებას და საკუთარ თავში რწმენას, იმისთვის რომ თავიანთი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობით წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში;
- შეამციროს სოციალური და პოლიტიკური ბარიერები უმცირესობის წარმომადგენელ მოქალაქეთა თვითრეალიზაციისა და მიღწევებისთვის;
- შესაბამისი ადმინისტრაციული და სამართლებრივი მექანიზმების საშუალებით ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის იდენტიფიცირებას და მის აღმოფხვრას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, არა მხოლოდ რეპრესიული, არამედ საგანმანათლებლო და წამახალისებელი/მხარდამჭერი საქმიანობებით;
- შეიქმნას დინამიური სადისკუსიო გარემო ადგილობრივი თემების დონეზე, მოქალაქეთა ინფორმირებისა და დავების გადაწყვეტისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული საზოგადოებრივი სტიგმის, გარიყვისა და ძალადობის საფრთხე უმცირესობათა წარმომადგენელი მოქალაქეების მიმართ;
- გამოიკვეთოს ნათელი პროცედურები საჯარო ინსტიტუტებისთვის მოქალაქეებს შორის დისკრიმინაციულ ქმედებაზე ან ქცევაზე რეაგირებისთვის;
- გააძლიეროს სახელმწიფოს რესურსი შესაბამისი საჯარო მოხელეების და სამართალდამცველების თავდაჯერებულობისა და მოქმედებათა დისკრეციის სფეროს განსაზღვრის საშუალებით, დისკრიმინაციული ქმედების მიმართ შეუვალობის გასაზრდელად.
- Part of the series
- Public Debates in Kutaisi / საჯარო დებატები ქუთაისში