Wednesday, 28. May 2014 2:00 pm – 4:00 pm Save in my calendar

„ანტიფემინიზმი: უმეცრება, უპასუხისმგებლობა თუ ბრძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისთვის?“

თამარ ცხადაძის საჯარო ლექცია თელავში / Public Lecture by Tamar Tskhadadze in Telavi

ოთხშაბათს, 28 მაისს, 14:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ თამარ ცხადაძის საჯარო ლექციაზე

 

„ანტიფემინიზმი: უმეცრება, უპასუხისმგებლობა თუ ბრძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისთვის?“

 

ადგილი: ქ. თელავი, ერეკლე II ქ. # 4, მედია კაფე

 

რას ნიშნავს, იყო ფემინისტი? და რას ნიშნავს დღევანდელ სამყაროში მტკიცება, რომ არ ხარ ფემინისტი? არის დღეს შესაძლებელი, ისე გავემიჯნოთ ფემინისტურ იდეალებს და ფემინისტურ ბრძოლას, რომ ამით უპასუხისმგებლობა არ დავადასტუროთ? ლექცია ეძღვნება ფემინიზმის მიმართ წინააღმდეგობის თეორიულად გააზრების ცდას. შემოთავაზებული თეორიული ჩარჩოს საილუსტრაციოდ და გასამყარებლად წარმოდგენილი იქნება ანტიფემინისტური არგუმენტების რამდენიმე როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე ნიმუშის ანალიზი.

 

Files