Creator: Heinrich Boell Foundation. Creative Commons License LogoThis image is licensed under Creative Commons License.

Discussion

Wednesday, 24. June 2015 7:00 pm – 9:00 pm Save in my calendar

Discussion

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში: გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ასპექტები / New Infrastructural Projects in Georgia: Environmental and Safety Dimensions

საჯარო დისკუსია / Public Debates

For information in English, please, scroll down

ოთხშაბათს, 24 ივნისს, 19:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე

როგორ იგეგმება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სამშენებლო პროექტები საქართველოში?

ძირითადი მომხსენებლები:

  • გიგლა აგულაშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
  • ზურაბ ბაქრაძე, ქალაქმგეგმარებელი
  • მამუკა გვილავა, გარემოს დაცვის სპეციალისტი, სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის (სზიმ) პასუხისმგებელი პირი, საქართველოში შავი ზღვის კომისიის სზიმ მრჩეველთა ჯგუფის წევრი, C/O გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი"
  • ირაკლი მაჭარაშვილი, ბიომრავალფეროვნების პროგრამების კოორდინატორი, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა"

მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: ზოვრეთის ქ. 38

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ეხმიანება თბილისში განვითარებულ მოვლენებს და საზოგადოებას სთავაზობს საჯარო დისკუსიას საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პრაქტიკასა და ხარვეზებზე.

არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, რომ მსხვილი ინვესტიციების წახალისების მიზნით, დაჩქარებულ რეჟიმში, ყოველგვარი სტრატეგიული შეფასების, ხარჯ-ეფექტიანობის ანალიზის და დეტალური შესწავლის გარეშე განხორციელებულ პროექტებს ვერ მოაქვს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ პროექტის დაგეგმვისას გასატარებელი რიგი აუცილებელი პროცედურებისა, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ), მხოლოდ ფორმალურ, ბიუროკრატიულ ხასიათს ატარებს. როგორც წესი, პრაქტიკაში იშვიათად გვხვდება უკვე შეთანხმებული პროექტის შეჩერება ან ძირეული შეცვლა გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, უსაფრთხოების ან სოციალური ასპექტების გამო.  ამას ემატება კვლევითი და საზედამხედველო ინსტიტუტების მოშლა ან დასუსტება, პასუხისმგებელი ორგანოების არაკოორდინირებული მუშაობა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხედვის თუ გეგმის არარსებობა.  

 

On Wednesday, June 24, at 7:00 pm South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation hosts public debates on

New Infrastructural Projects in Georgia: Environmental and Safety Dimensions

Speakers:

  • Gigla Agulashvili, Minister of Environment and Natural Resources Protection of Georgia
  • Zurab Bakradze, Urban Planner
  • Mamuka Gvilava, Environmental Specialist Integrated Coastal Zone Management (ICZM) National Focal Point for Georgia Black Sea Commission ICZM Advisory Group Member C/O GIS and RS Consulting Centre "GeoGraphic"
  • Irakli Macharashvili, Biodiversity Programs Coordinator, Association "Green Alternative

Moderation: Tamar Gurchiani, Lawyer

Language: Georgian

Address: 38, Zovreti st.