This image is licensed under Creative Commons License.
- Thursday, 09. June 2016 6:00 pm – 8:00 pm Save in my calendar
ბრძოლა საჯარო სივრცისთვის / The Fight for the Public Space
საჯარო დისკუსია ბათუმში / Public debate in Batumi
ხუთშაბათს, 9 ივნისს, 18:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე ბათუმში
"ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის"
მომხსენებლები:
- ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, მკვლევარი;
- გიორგი ბოლქვაძე, "თანადგომა", სოციალური მუშაკი.
მოდერატორი: ნატა იმედაიშვილი, რადიო თავისუფლება
საჯარო სივრცის ცნება თითქოს თავისთავად გულისხმობს, რომ საზოგადოების წევრებს მისი გამოყენება თავისუფლად და თანასწორად უნდა შეეძლოთ. თუმცა, ნაციონალიზმის მზარდი ტალღის ფონზე, საჯარო სივრცის კონტროლი ძალაუფლების დემონსტრირების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. უკიდურესად პოლიტიზირებულია თუ ვინ და როგორ უნდა ჩანდეს საჯარო სივრცეში: ძალადობრივად იდევნებიან ის ჯგუფები, რომლებიც ეროვნული იდენტობის დადგენილ ჩარჩოში არ მოიაზრებიან. საჯარო სივრცის ცნება ვიწროვდება და თანდათან მყარდება შეხედულება, რომ ის მხოლოდ უმრავლესობის საკუთრებაა.
გთავაზობთ დებატებს უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ - როგორ იქცა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ოჯახის სიმტკიცის დღედ? რა საფრთხეებს უქმნის საზოგადოებას საჯარო სივრცის კონტროლი? როგორ შეიძლება ბრძოლა საჯარო სივრცისთვის ომის გარეშე? რა ალტერნატიული გზები არსებობს ლგბტქ+ აქტივიზმისთვის?
ამავდროულად, ეკა აღდგომელაშვილი წარადგენს საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევას ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის 62-64