Discussion evening

Friday, 11. April 2014 5:00 pm – 7:00 pm Save in my calendar

Discussion evening

"Green Dimension of Urban Development"

Public Debates in Kutaisi

პარასკევს, 17:00 სთ-ზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე ქ. ქუთაისში

 

"ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება"

 

მომხსენებლები:

• კონსტანტინე ქავთარაძე, ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
• რამაზ კილაძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
• ნატა ფერაძე, პარტიზანული მებაღეობა თბილისში.
მოდერატორი: ქეთევან ბერძენიშვილი, რადიო „ძველი ქალაქი“

მისამართი: ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ., 6

დასწრება თავისუფალია
 

***

თანამედროვეობაში ურბანული განვითარების მწვანე მიდგომა მდგრადი დაგეგმვისა და მართვის ხედვას ეფუძნება, რომელიც გულისხმობს მწვანე სივრცის, მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემის, საჯარო და კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებული საჯარო სივრცეების მრავალფეროვანი გამოყენების ერთობლიობას, რათა შეიქმნას სტაბილური და ეფექტიანი, თემების ინტერესებზე, კულტურული და ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებაზე ორიენტირებული მუნიციპალური, რეგიონული და ეროვნული პოლიტიკა. ამ უკანასკნელის შედეგი ურბანული სივრცის რეგულაციისა და განვითარების, ლოკალური დაგეგმარებისა და სამშენებლო-არქიტექტურული ჩარევის ისეთი ფორმებია, რომლებიც ზრდიან ჯანსაღ გარემოს ქალაქის თემისთვის და ბალანსს ქმნიან ურბანული ქსოვილის ჩაშენებულ და ბუნებრივ სისტემებს შორის.

სხვა საკითხია, რამდენად შესაძლებელია ამ თეორიული პერსპექტივის საქართველოს რეალობაზე გადმოტანა. საკითხი ასე შეიძლება დაისვას, უზრუნველყოფს თუ არა ურბანული განვითარების ჩვენეული პრაქტიკა სხვადასხვა კომერციულ, ინსტიტუციურ/პოლიტიკურ, სათემო ინტერესებს შორის ბალანსს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მის მდგრადობაზე საუბარი?
აქ მრავალი სხვა კითხვა წარმოიშობა როგორიცაა:
• როგორია ქუჩების დატვირთვა და რამდენად წახალისებულია კერძო ავტოტრანსპორტის მოხმარების შეზრუდვა (მიწის გამოყენების ზონირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველობილიკების, საფეხმავლო ქუჩების სისტემების განვითარების საშუალებით)?
• როგორ რეგულირდება მასშტაბური კომერციული და სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, რამდენად პლურალურია გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, რომ სათანადოდ იქნას ასახული ადგილობრივი თემის ინტერესები?
• რა მიდგომა არსებობს და როგორ იცავს სახელმწიფო ან თემი ქალაქის მწვანე საფარს კომერციული ან კერძო ინტერესისგან (სტიქიური მიწათსარგებლობა, ბინათმშენებლობა)?
• მშენებლობის რა სტანდარტები არსებობს ან საჭიროა, რომლებიც ადამიანის ცხოვრების ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს?
• მდგრადი ზონირების რა პრაქტიკა არსებობს საქართველოში ან რა პრობლემები უშლის ხელს მის დანერგვას ქალაქის მმართველობაში?
• არსებობს თუ არა ხედვა მიტოვებული ინდუსტრიული ზონების ხელახალ/მეორეულ განვითარებასთან დაკავშირებით და თუ მათ მიმართ უკვე გამოკვეთილი ბიზნეს ინტერესები მოცემულია, რამდენად ძალმოსილია ადგილობრივი თემები ან ადგილობრივი მთავრობები, მათ განვითარებაში ჩაერიონ და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დაგეგმონ/წარმართონ?
• როგორია ქალაქის ცენტრის განვითარების სტრატეგია და მოიცავს თუ არა იგი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ამ რესურსის განვითარებას?
• როგორ აღიქმება და გაიგება ღია სივრცეების, მდგრადი პეიზაჟების და შენობების საკითხი ურბანული განვითრების კონტექსტში და რა ადგილი უჭირავთ ან უნდა ეჭიროს ქალაქის მართვაში ამ პრინციპებს?

Files