Panel discussion

Wednesday, 16. April 2014 7:00 pm – 9:00 pm Save in my calendar

Panel discussion

Green Dimension of Urban Development / ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება

Public Debates in Tbilisi / საჯარო დებატები თბილისში

ოთხშაბათს, 16 აპრილს, 19:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე

 

"ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება".

 

ძირითადი მომხსენებლები:

  • ვლადიმერ ვარდოსანიძე, არქიტექტორ-ურბანისტი;
  • დავით ნარმანია, ქ. თბილისის მერობის კანდიდატი;
  • ანანო ცინცაბაძე, იურისტი, "პარტიზანული მებაღეობა თბილისში"

მოდერატორი: თათული თოდუა, იურისტი

 

მისამართი: ქ. თბილისი, ზოვრეთის ქ., 38

დასწრება თავისუფალია!

 

***

თანამედროვეობაში ურბანული განვითარების მწვანე მიდგომა მდგრადი დაგეგმვისა და მართვის ხედვას ეფუძნება, რომელიც გულისხმობს მწვანე სივრცის, მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემის, საჯარო და კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებული საჯარო სივრცეების მრავალფეროვანი გამოყენების ერთობლიობას, რათა შეიქმნას სტაბილური და ეფექტიანი, თემების ინტერესებზე, კულტურული და ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებაზე ორიენტირებული მუნიციპალური, რეგიონული და ეროვნული პოლიტიკა. ამ უკანასკნელის შედეგი ურბანული სივრცის რეგულაციისა და განვითარების, ლოკალური დაგეგმარებისა და სამშენებლო-არქიტექტურული ჩარევის ისეთი ფორმებია, რომლებიც ზრდიან ჯანსაღ გარემოს ქალაქის თემისთვის და ბალანსს ქმნიან ურბანული ქსოვილის ჩაშენებულ და ბუნებრივ სისტემებს შორის.

სხვა საკითხია, რამდენად შესაძლებელია ამ თეორიული პერსპექტივის საქართველოს რეალობაზე გადმოტანა. საკითხი ასე შეიძლება დაისვას, უზრუნველყოფს თუ არა ურბანული განვითარების ჩვენეული პრაქტიკა სხვადასხვა კომერციულ, ინსტიტუციურ/პოლიტიკურ, სათემო ინტერესებს შორის ბალანსს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მის მდგრადობაზე საუბარი? აქ მრავალი სხვა კითხვა წარმოიშობა როგორიცაა:

  • რამდენად შეესაბამება  ტრანსპორტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა მდგრადი განვითარების პრინციპებს? კონკრეტულად კი, მიმართულია თუ არა პოლიტიკა ტრანსპორტის სექტორით  გამოწვეული ძირითადი გარემოსდაცვითი (მაგ. ჰაერის დაბინძურება, ზემოქმედება ჯანმრთელობაზე , კლიმატის ცვლილება) და ურბანული პრობლემების (გადატვირთული ქუჩები, კერძო ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდა, მოძველებული ავტოპარკი, სავალი გზები,მიწის გამოყენების ზონირება, ველობილიკების არარსებობა და ა.შ )  გადაჭრისკენ და  რა ღონისძიებები იგეგმება დღეს არსებული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის ?-
  • როგორ რეგულირდება მასშტაბური კომერციული და სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, რამდენად პლურალურია გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, რომ სათანადოდ იქნას ასახული ადგილობრივი თემის ინტერესები?
  • რა მიდგომა არსებობს და როგორ იცავს სახელმწიფო ან თემი ქალაქის მწვანე საფარს კომერციული ან კერძო ინტერესისგან (სტიქიური მიწათსარგებლობა, ბინათმშენებლობა)?
  • სივრცითი დაგეგმარების და მშენებლობის რა სტანდარტები არსებობს ან საჭიროა, რომლებიც ადამიანის ცხოვრების ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს?
  • მდგრადი ზონირების რა პრაქტიკა არსებობს საქართველოში ან რა პრობლემები უშლის ხელს მის დანერგვას ქალაქის მმართველობაში?
  • არსებობს თუ არა ხედვა მიტოვებული ინდუსტრიული ზონების ხელახალ/მეორეულ განვითარებასთან დაკავშირებით და თუ მათ მიმართ უკვე გამოკვეთილი ბიზნეს ინტერესები მოცემულია, რამდენად ძალმოსილია ადგილობრივი თემები ან ადგილობრივი მთავრობები, მათ განვითარებაში ჩაერიონ და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დაგეგმონ/წარმართონ?
  • როგორია ქალაქის ცენტრის განვითარების სტრატეგია და მოიცავს თუ არა იგი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ამ რესურსის განვითარებას?
  • როგორ აღიქმება და გაიგება ღია სივრცეების, მდგრადი ლანდშაფტების და შენობების საკითხი ურბანული განვითრების კონტექსტში და რა ადგილი უჭირავთ ან უნდა ეჭიროს ქალაქის მართვაში ამ პრინციპებს?