Creator: Heinrich Boell Foundation. Creative Commons License LogoThis image is licensed under Creative Commons License.

Wednesday, 02. December 2015 7:00 pm – 9:00 pm Save in my calendar

ისმის ქალის ხმა? ქალთა მოძრაობების განვითარების დინამიკა საქართველოში / Are Women's Voices Heard? Development of Women's Movements in Georgia

საჯარო დისკუსია / Public Debates

For information in English, please, scroll down>>
ოთხშაბათს, 2 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე

ისმის ქალის ხმა?
ქალთა მოძრაობების განვითარების დინამიკა საქართველოში


ძირითადი მომხსენებლები:

  • იდა ბახტურიძე, კოორდინატორი, ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის;
  • ეკატერინე აღდგომელაშვილი, გენდერის სპეციალისტი, ქალთა ინიციატივები მხარდამჭერი ჯგუფი;
  • ნინო დანელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • შოთა ხინჩა, პოლიტოლოგი, დამოუკიდებელი ექსპერტი.

მოდერატორი: თამარ გუჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: ქ. თბილისი, ზოვრეთის ქ. 38

ქალთა მოძრაობის ახალი ტალღა, რომელიც 2014 წელს ფემიციდის გახმაურებული შემთხვევების შემდეგ აგორდა, უკვე ერთი წლისაა. მოძრაობა საქართველოს რეგიონების მასშტაბით სხვადასხვა გამოცდილების რამდენიმე ასეულ ქალს აერთიანებს.
საიდან იწყება საქართველოში ქალთა მოძრაობის ისტორიის ათვლა? რა პრობლემები და ბარიერები ექმნებოდათ ქალთა ჯგუფებს, რა დინამიკა ახასიათებდა მათ გაძლიერებას თუ ჩახშობას? ასევე, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, თუ როგორ ყალიბდებოდა საზოგადოებრივი აზრი, რის შედეგადაც გენდერული თანასწორობის საკითხები უკვე სახელმწიფო პოლიტიკის დღის წესრიგში დადგა.
ბიოლის ფონდი გთავაზობთ მსჯელობას ზემოთაღნიშნული კითხვების შესახებ. რა მიღწევები აქვს ქალთა ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რა შეიძლება გამოდგეს, როგორც წარმატების მაგალითი, ხოლო სად ვხედავთ სისუსტეებს? რა შედეგები გამოიღო ქალთა მოძრაობის ახალმა ტალღამ, რომელიც უკვე ერთი წელია იბრძვის განახლებული ძალებითა და კონკრეტული დღის წესრიგით?

On Wednesday, December 2, at 19:00 the South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation organizes public debates on

Are Women's Voices Heard?
Development of Women's Movements in Georgia


Speakers:

  • Ida Bakhturidze, Coordinator, Women in Europe for a Common Future (WECF);
  • Ekaterine Aghdgomelashvili, Gender Specialist, Women's Initiatives Supporting Group;
  • Nino Danelia, Professor at the Ilia State University;
  • Shota Kincha, Political Scientist, Freelancer.

Moderator: Tamar Gurchiani, Associated Professor at the Law Schoolof the Ilia State University.

Language of the event: Georgian.