Panel discussion
- Wednesday, 28. June 2017 7:00 pm – 9:00 pm Save in my calendar
ქალაქგანვითარების სოციალური ტვირთი / Social Burden of Urban Development
<For English, please, scroll down>
ოთხშაბათს, 28 ივნისს, 19:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დიკუსიაზე
►ქალაქგანვითარების სოციალური ტვირთი: პოლიტიკური და იდეოლოგიური განზომილება
მომხსენებლები:
► ირაკლი ჟვანია, არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი
► ელენე დარჯანია, ქალაქმგეგმარებელი, სიტი ინსტიტუტი
► დავით გოგიშვილი, ურბანისტიკისა და რეგიონული კვლევების დოქტორანტი, გრან სასოს მეცნიერებათა ინსტიტუტი.
მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი
1972 წელს გამოცემულ წიგნში „ზრდის შეზღუდულობა“ პირველად გაჩნდა ტერმინი „მდგრადი განვითარება“. ეკონომიკის სფეროში დაბადებული ეს კონცეპტი უკვე 1990-იანი წლებიდან ფეხს იკიდებს ქალაქგეგმარებაში და არქიტექტურაში, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ ამ სფეროებში არამდგრადობის დეფინიცია და აქედან წამოსული ანალიზი გაცილებით ადრე შემოვიდა და უფრო დიდი ისტორია აქვს. საქართველოში ურბანული განვითარების ტენდენციების და სახეების ტიპოლოგიზაციაზე ბევრს მსჯელობენ, თუმცა აკადემიური ანალიზის და დისკუსიის სივრცე ნაკლებად სტრუქტურირებული და ამიტომ ნაკლებად ეფექტიანია პოლიტიკაზე ზეგავლენის თვალსაზრისით.
ქართველ ურბანისტებს და ქალაქმგეგმარებლებს პირველ რიგში უწევთ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური სინამდვილის და პოლიტიკური განვითარების დინამიკის ერთმანეთთან დაკავშირება და იმ საზრისებზე შეჯერება თუ რა შეიძლება მოიაზრებოდეს ჭეშმარიტ საზოგადოებრივ ინტერესად იმ პროცესების მიღმა რაც არსებულ ქალაქგანვითარებაშია მოცემული.
ამის შემდგომ მნიშვნელოვანი იქნება ურბანული სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების მოქცევა იდეოლოგიურ პარადიგმებში (მაგ. ნეოლიბერალური თუ სოციალური ინოვაციის დისკურსები), რომელთა შორის დავაც თანდათან უფრო აქტიურდება როგორც პოლიტიკაში, ისე აკადემიურ სივრცეებში. შესაბამისად, შესაძლებელი გახდება იმაზე მსჯელობაც თუ რა ტიპის პოლიტიკა და ინსტიტუციური გარემო იქნება საჭირო ამ იდეოლოგიურ პარადიგმებში განსაზღვრული საზოგადოებრივი ინტერესისთვის, რომელიც თავის თავში ერთმანეთთან დააკავშირებს ქალაქის ცვლილებას ლოკალურ სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურებთან.
On Wednesday, June 28, at 7:00 pm the South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation organizes public debates
►Social Burden of the Urban Development: Politicaland Ideological Dimensions◄
Speakers:
► Irakli Zhvania, Architect, Urban Planner
► Elene Darjania, Urban Planner, City Institute
► David Gogishvili, PhD in Urban Studies and Regional Science, Gran Sasso Science Institute
Moderator: Tamar Gurchiani, Lawyer
Language of the event: Georgian