- Tuesday, 03. June 2014 2:00 pm – 4:00 pm Save in my calendar
„ქალისა და კაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში“
თინა მეგრელიძის საჯარო ლექცია გორში / Public Lecture by Tina Megrelidze in Gori
სამშაბათს, 3 ივნისს, 14:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ თინა მეგრელიძე საჯარო ლექციაზე
„ქალისა და კაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში“
ადგილი: ქ. გორი, სახ. სასწავლო უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი (II სართული)
საეკლესიო პრაქტიკაზე დაკვირვების შედეგად ჩნდება გარკვეული კითხვები ქრისტიანობაში ქალისა და კაცის თანასწორობის შესახებ. ლექციის მიზანია წარმოაჩინოს თანასწორობის იდეა მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით. განხილული მაგალითების საფუძველზე ვიმსჯელებთ, თუ საიდან გამომდინარეობს პრაქტიკაში არსებული არათანასწორი დამოკიდებულება ქალებისადმი - კონტექსტუალური/პატრიარქალური მიზეზებით და თუ თეორიული საფუძვლებით? ლექცია ამტკიცებს, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო პირველი, ვინც პატრიარქალური დამოკიდებულებები შეცვალა ქალების მიმართ, რაც არაერთხელ არის ხაზგასმული სახარებაში, შემდგომში კი ასახულია მართლმადიდებლურ დოგმატიკასა და სწავლებაში.