Creator: Heinrich Boell Foundation. Creative Commons License LogoThis image is licensed under Creative Commons License.

Wednesday, 10. February 2016 7:00 pm – 9:00 pm Save in my calendar

ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკა / Geopolitics of Georgian Energy

for information in English scroll down>>

ოთხშაბათს, 10 თებერვალს, 19:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე

ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკა.

ძირითადი მომხსენებლები:
- მარიამ ვალიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
- მურმან მარგველაშვილი, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, დირექტორი;
- მანანა ქოჩლაძე, ასოციაცია მწვანე ალტერნატივას თავმჯდომარე;
- თამარ პატარაია, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პროგრამის ხელმძღვანელი.

მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველო-გაზპრომის მოლაპარაკებების გარშემო გამართული დებატებისას გამოთქმული მოსაზრებების და შეკითხვების დიდი ნაწილი პირდაპირ ეხებოდა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. ამავე დროს, კარგად წარმოჩინდა რამდენად გაუმჭვირვალე, დახურული და მოწყვლადია საქართველოს ენერგეტიკის სექტორი. რეგიონის ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესები, ცვალებადი და არასტაბილური რეგიონი, ერთი კომპანიის მიერ მონოპოლიზირებული ბუნებრივი გაზის ბაზარი, ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიის არქონა, მცირე ჩამონათვალია იმაზე მისანიშნებლად, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.

სპეციალისტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ საქართველოს ენეგეტიკული უსაფრთხოების და სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის ევროპულ ენერგეტიკულ სივრცესთან ინტეგრაცია წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება (იხ. http://bit.ly/20sciD8 ). სწორედ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება შეიძლება გახდეს იმპულსი ბუნდოვანი და ხარვეზების მქონე კანონმდებლობის დახვეწის, გაუმჭვირვალე მემორანდუმებზე დამყარებული გადაწყვეტილებების პრაქტიკის აღმოფხვრის და სექტორის გაჯანსაღებისთვის. ამიტომ, ხაზგასასმელია ის შეშფოთება, რაც ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ გამოითქვა (იხ. http://netgazeti.ge/news/93541/)

ენერგეტიკული უსაფრთხოების რა გამოწვევები უდგას ამჟამად საქართველოს? როგორია ენერგოდამოუკიდებლობის მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივები? რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის? როგორ აფასებს და პასუხობს საქართველო მეზობელი ქვეყნების გეოპოლიტიკურ ინტერესებს და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ საფრთხეებს?

______________

On Wednesday, February 10, at 7:00 pm the South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation organizes public debates

Geopolitics of Georgian Energy

Speakers:
- Mariam Valishvili, Deputy Minister of Energy of Georgia;
- Murman Margvelashvili, World Experience for Georgia, Director;
- Manana Kochladze, Chairwoman of the Association Green Alternative;
- Tamar Pataraia, Caucasian Institute for Peace, Democracy and Development, Program Director.

Moderator: Tamar Gurchiani, Lawyer, Associate Professor at Ilia State University

Working Language: Georgian