- Wednesday, 09. November 2016 6:00 pm – 9:00 pm Save in my calendar
'მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი' 'Great Moment of Her Life'
ფილმის ჩვენება და დისკუსია / Film screening and discussion
ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, 18:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) გიწვევთ ფილმის
მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი
ჩვენებაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის ქ. 7, აუდიტორია)
„მამაკაცი და ქალი თანასწორია“ - ეს ჩანაწერი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კონსტიტუციაში 1948 წელს ვერ მოხვდებოდა, რომ არა ადვოკატ ელიზაბეტ ზელბერტის ძალისხმევა. ამ ერთმა წინადადებამ თავდაყირა დააყენა მთელი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც წლების განმავლობაში განიცდიდა ცვლილებებს, რათა ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსულიყო.
მხატვრული ფილმი „მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი“ მოგვითხრობს სამართლის დოქტორის, ელიზაბეტ ზელბერტის მოღვაწეობის შესახებ. ის ერთ-ერთი იყო იმ ოთხ ქალს შორის, რომლებიც საპარლამენტო საბჭოში მიიწვიეს კონსტიტუციაზე სამუშაოდ. ის სიტყვები, რაც დღეს უპირობოდ ეწერება კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებათა ჩამონათვალში, გასაოცარი სიმტკიცისა და ბრძოლის ფასად გაიტანა ელიზაბეტ ზელბერტმა. მის მოთხოვნას მამაკაცებთან ერთად უპირისპირდებოდნენ საბჭოს წევრი ქალებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ მსგავსი ჩანაწერი არა მხოლოდ შექმნიდა სამართლებრივ ვაკუუმს, არამედ საფრთხეს წარმოადგენდა ოჯახისა და სახელმწიფოსთვისაც.
როგორ მოახერხა ელიზაბეტ ზელბერტმა ამ ისტორიულ ბრძოლაში გამარჯვება? რა მნიშვნელობა აქვს დღეს ასეთი ისტორიების დაფასებას და დამახსოვრებას? ამ და სხვა საკითხებზე შეგვიძლია ფილმის ჩვენების შემდეგ ვიმსჯელოთ, რომელსაც სიტყვით გახსნის იურისტი ანა არგანაშვილი.
ფილმის ენა: გერმანული ქართული სუბტიტრებით
დისკუსიის ენა: ქართული
On Wednesday, November 9, at 6:00 pm the South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation and Netherlands Institute for Multiparty Democracy (NIMD) organize screening of the movie
Great Moment of Her Life / Sternstunde ihres Lebens
at the National Parliamentary Library of Georgia (7 Gudiashvili st.).
The screening will be followed by discussion with participation of Anna Arganashvili, Lawyer.
Language of the film: German with Georgian subtitles
Language of the discussion: Georgian