This image is licensed under Creative Commons License.
- Wednesday, 02. May 2018 6:00 pm – 8:00 pm Save in my calendar
ომის მემკვიდრეობა: ახალი თაობის რეალობა საქართველოში / The legacy of war: the reality of the new generation in Georgia
საჯარო დისკუსია / Public Debate
Scroll down for English>>
ოთხშაბათს, 2 მაისს, 18:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დიკუსიაზე
►ომის მემკვიდრეობა: ახალი თაობის რეალობა საქართველოში◄
მომხსენებლები:
- გიორგი ტუმასიანი, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში;
- სალომე ადამია, სამოქალაქო აქტივისტი;
- გიორგი კანაშვილი, კონფლიქტოლოგი;
- ნათია ჭანკვეტაძე, მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის მაგისტრი
მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი
ახალგაზრდების დაინტერესება და ინიციატივები კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თანდათანობით კლებულობს, რაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, როგორიცაა ახალგაზრდების მხრიდან ნაკლები ინტერესი კონფლიქტების თემის მიმართ, საგანმანათლებლო პროექტების სიმცირე, კარიერული წინსვლის შეზღუდული შესაძლებლობები და სხვა. მიუხედავად ამისა, პოსტკონფლიქტურ რეგიონებში სწორედ ახალგაზრდები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს მშვიდობის მშენებლობის და ნდობის აღდეგნის პროცესში.
აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია გავიგოთ ახალი თაობის ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგეს კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით, როგორ შეიძლება გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის ფორმატებში და შესაძლებელია თუ არა ამ ეტაპზე არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე ერთობლივი ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელება.
ღონისძიების ენა: ქართული
მისამართი: ზოვრეთის ქ. 38
დასწრება თავისუფალია!
***
On Wednesday, May 2, at 6:00 pm, Heinrich-Böll-Stiftung South Caucasus organizes public debate on
►The legacy of war: the reality of the new generation in Georgia◄
Speakers:
- Mr. Giorgi Tumasyan, Georgia’s Youth Representative at United Nations;
- Ms. Salome Adamia, Activist;
- Mr. Giorgi Kanashvili, Expert in Conflicts;
- Ms. Natia Chankvetadze, MA in Peace and Conflict studies
Moderator: Tamar Gurchiani, Lawyer.
Language of the event: Georgian
Address: 38, Zovreti st., Tbilisi
Admission is free!
- Language
- Georgian