Creator: Heinrich Boell Foundation. Public Domain.

Wednesday, 27. May 2015 7:00 pm – 9:00 pm Save in my calendar

რიგის სამიტი: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (აღმოსავლეთის პარტნიორობის) მომავალი / Riga Summit: Future of the European Neighborhood Policy

საჯარო დისკუსია / Public Debates

For information in English please, scroll down

ოთხშაბათს, 27 მაისს, 19:00 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე

რიგის სამიტი: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (აღმოსავლეთის პარტნიორობის) მომავალი

ძირითადი მომხსენებლები:

  • თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ორთვინ ჰენიგი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
  • ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, თავისუფალი დემოკრატები (tbc)
  • მანანა ქოჩლაძე, ასოციაცია მწვანე ალტერნატივას თავმჯდომარე,
  • თამარ კოვზირიძე, საკონსულტაციო ჯგუფის „რეფორმატიქსი“ დამფუძნებელი

მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი

ქართულ-ინგლისური სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია.

დასწრება თავისუფალია!


On May 27, Wednesday, at 7:00 pm the South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation hosts a public debate

Riga Summit: Future of the European Neighborhood Policy (Eastern Partnership)

Speakers:

  • H.E. Tamar Beruchashvili, Minister of Foreign Affairs of Georgia
  • H.E. Ortwin Hennig, Ambassador of the Federal Republic of Germany to Georgia
  • Mr. Viktor Dolidze (tbc), Member of the Parliament of Georgia, Free Democrats
  • Ms. Manana Kochladze, Chairwoman of the Association Green Alternative
  • Ms. Tamar Kovziridze, Founder of the Reformatics Consulting Group

Moderator: Ms. Tamar Gurchiani, Lawyer

Georgian-English Simultaneous Translation is provided.

You are kindly invited to participate in this event!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ამა წლის 21-22 მაისს რიგაში (ლატვია) დაგეგმილ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს საქართველო და ევროკავშირის სხვა აღმოსავლელი მეზობლები განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ. ამ მოლოდინს იმის რწმენა ამყარებდა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებმა საკმარისი გააკეთეს და შესაბამისი მსხვერპლიც კი გაიღეს ევროკავშირისგან მეტი ვალდებულებების მიღებისთვის. მიუხედავად მაღალი მოლოდინებისა, ჯერ კიდევ სამიტამდე ცხადი გახდა, რომ თავად ევროკავშირში და მის გარეთ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, აღმოსავლელი პარტნიორებისთვის არცთუ დიდ სივრცეს ტოვებდა „მეტისთვის მეტის“ მიღებისთვის. შესაბამისად ისმის კითხვა, რატომ ასცდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და მისი აღმოსავლეთის პარტნიორობა რეალობას? რამ გამოიწვია იმაზე მაღალი მოლოდინის შექმნა რიგის სამიტის მიმართ, ვიდრე შესაძლებელი იყო? ისიც საფიქრალია რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს იმედგაცრუებას საქართველოსა და ევროკავშირის სხვა აღმოსავლელ პარტნიორებს შორის. შესაბამისად, გასათვლელია როგორ წარიმართება მომავალში ევროპის სამეზობლო პოლიტიკა? მოხდება თუ არა სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა და რა მიზნებს დაუსახავს იგი ევროკავშირს და მის აღმოსავლელ პარტნიორებს?