This image is licensed under Creative Commons License.
- Wednesday, 23. September 2015 7:00 pm – 9:00 pm Save in my calendar
საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის / Importance of electoral law reform for women's political participation
საჯარო დისკუსია / Public Debates
For information in English, please, scroll down
ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე
საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის
ძირითადი მომხსენებლები:
- ნინო ლომჯარია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), აღმასრულებელი დირექტორი;
- ლევან ცუცქირიძე, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი (NIMD), წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში;
- თამარ ჟვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისია, თავმჯდომარე;
- ვახუშტი მენაბდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით
ინიციატივა, რომელიც საარჩევნო რეფორმის განხორციელებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითვალისწინებს, პარლამენტში სახელისუფლებლო გუნდმა დაარეგისტრირა. ცვლილებები მოიცავს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასაც, თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აღნიშნული წესი არ გავრცელდება. საინტერესოა, რა გენდერული ასპექტები აქვს არსებულ საარჩევნო სისტემას? რა შედეგები შეიძლება მოიტანოს სისტემის ცვლილებამ ქალი პოლიტიკოსებისა და ამომრჩევლებისთვის?
ბიოლის ფონდი გთავაზობთ დებატებს შემდეგი საკითხების ირგვლივ: საარჩევნო კანონმდებლობის ანალიზი გენდერული პერსპექტივიდან, ამომრჩევლის გენდერული პროფილი და პარტიების გენდერული პოლიტიკა. დისკუსია მოიცავს როგორც პროცედურულ ასპექტებს, ასევე საკითხის პოლიტიკურ განზომილებაზეც.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ქ. თბილისი, ზოვრეთის ქ. 38 (http://bit.ly/1LigbBM)
On Wednesday, September 23, at 7:00 pm, South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation organizes public debates on
Importance of electoral law reform for women's political participation
Speakers:
- Nino Lomjaria, International Society for Fair Elections and Democracy (ISFED), Executive Director;
- Levan Tsutskiridze, Netherlands Institute for Multiparty Democracy (NIMD), Representative in South Caucasus;
- Tamar Zhvania, Central Election Commission, Chairperson;
- Vakhushti Menabde, Ilia State University, School of Law, Associate Professor.
Language of the event: Georgian
Address: 38, Zovreti st., Tbilisi 0160