This image is licensed under Creative Commons License.
- Tuesday, 28. April 2015 6:00 pm – 8:00 pm Save in my calendar
საჯარო დისკუსია ბათუმში "ქალაქის მომავალი“ / Public Discussion in Batumi "Future of the City"
For information in English, please, scroll down!
სამშაბათს, 28 აპრილს, 18:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე
"ქალაქი მომავალი"
ბათუმში.
ძირითადი მომხსენებლები:
- ბაგრატ მანველიძე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;
- თენგიზ აფხაზავა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე;
- ზურაბ ბაქრაძე, ქალაქმგეგმარებელი, არქიტექტორი
მოდერატორი: ირმა ზოიძე, TV25
მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62-64, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი
დასწრება თავისუფალია!
http://on.fb.me/1zTwlbr
ბოლო ათწლეულმა თანამედროვე ქალაქები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, კლიმატის ცვლილება, წიაღისეული ენერგიებიდან განახლებად ენერგიებზე გადასვლა, მზარდი ურბანიზაცია და გლობალიზაცია საკმაოდ სწრაფი ტემპებით აისახება არქიტექტურასა და ქალაქზე. ამასთანავე, ჩამოთვლილი გამოწვევები პირდაპირ გავლენას ახდენს დღევანდელ საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და კულტურაზე. შესაბამისად, ჩამოთვლილმა საკითხებმა უკვე დიდი ხანია დაიკავეს მნიშვნელოვანი ადგილი როგორც საერთაშორისო საზოგადოებრივ დისკუსიებში, ისე ახალ არქიტექტურულ და ქალაქგეგმარებით კონცეფციებში.
სამწუხაროდ, სასწრაფოდ მოსაგვარებელი სოციალური და პოლიტიკური პრობლემების გამო ჩვენს ქვეყანაში ურბანულ საკითხებზე მსჯელობა, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ კონკრეტული პროექტის თუ გადაწყვეტილების გარშემოა კონცენტრირებული. გადაწყვეტილებების, რომლებიც არსებული პრობლემის მყისიერი მოგვარების ან სულაც სწრაფი ეკონომიკური სარგებლის მიღების სურვილის გამო ყოველგვარი „მომავლის ხედვის“ გარეშე მიიღება. ჯერ კიდევ ვერ ხერხდება საკითხების კომპლექსურად შეფასება, ახალი ურბანული გადაწყვეტილებების ზემოქმედების და მდგრადობის გააზრება, რათა ჯეროვანი პასუხი გაეცეს მომავლის განმსაზღვრელ გამოწვევებს.
28 მარტს, 18:00 საათზე ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დებატებზე ვიმსჯელებთ შემდეგ საკითხებზე - როგორ იგეგმება და ვითარდება ჩვენი ქალაქი? როგორ უნდა გადაიჭრას დღევანდელი პრობლემები და როგორ აისახება ეს საბოლოოდ ქალაქის იერსახეზე? სად არის და როგორ მონაწილეობს აღნიშნულ პროცესებში საზოგადოება? როგორია ჩვენი ქალაქის მომავალი?
***
On Tuesday, April 28, at 6:00 pm South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation organizes public debates in Batumi on
"Future of the City".
Main speakers:
- Mr. Bagrat Manvelidze, Deputy Mayor of Batumi;
- Mr. Tengiz Apkhazava, The Chairman Of Finance and Economic Development Comity of Batumi City Assembly;
- Mr. Zurab Bakradze, Urban Planner, Architect
Moderator: Ms. Irma Zoidze, TV 25
Address: 62-64, Parnavaz Mepe str., Batumi
Language of the event: Georgian