This image is licensed under Creative Commons License.
- Wednesday, 29. April 2015 5:00 pm – 7:00 pm Save in my calendar
საჯარო დისკუსია ქუთაისში "ქალაქის მომავალი" / Public Debates in Kutaisi "Future of the City"
For information in English, please, scroll down!
ოთხშაბათს, 29 აპრილს, 17:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე
"ქალაქი მომავალი"
ქუთაისში.
ძირითადი მომხსენებლები:
- პაატა კლდიაშვილი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი;
- დავით მელქაძე, არქიტექტორი, სამშენებლო-საპროექტო კომპანია „ხუროს“ ხელმძღვანელი;
- ზურაბ ბაქრაძე, ქალაქმგეგმარებელი, არქიტექტორი
მოდერატორი: ქეთევან ბერძენიშვილი, რადიო “ძველი ქალაქი“
მისამართი: ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. 6, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი
დასწრება თავისუფალია!
http://on.fb.me/1IPyt9l
ბოლო ათწლეულმა თანამედროვე ქალაქები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, კლიმატის ცვლილება, წიაღისეული ენერგიებიდან განახლებად ენერგიებზე გადასვლა, მზარდი ურბანიზაცია და გლობალიზაცია საკმაოდ სწრაფი ტემპებით აისახება არქიტექტურასა და ქალაქზე. ამასთანავე, ჩამოთვლილი გამოწვევები პირდაპირ გავლენას ახდენს დღევანდელ საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და კულტურაზე. შესაბამისად, ჩამოთვლილმა საკითხებმა უკვე დიდი ხანია დაიკავეს მნიშვნელოვანი ადგილი როგორც საერთაშორისო საზოგადოებრივ დისკუსიებში, ისე ახალ არქიტექტურულ და ქალაქგეგმარებით კონცეფციებში.
სამწუხაროდ, სასწრაფოდ მოსაგვარებელი სოციალური და პოლიტიკური პრობლემების გამო ჩვენს ქვეყანაში ურბანულ საკითხებზე მსჯელობა, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ კონკრეტული პროექტის თუ გადაწყვეტილების გარშემოა კონცენტრირებული. გადაწყვეტილებების, რომლებიც არსებული პრობლემის მყისიერი მოგვარების ან სულაც სწრაფი ეკონომიკური სარგებლის მიღების სურვილის გამო ყოველგვარი „მომავლის ხედვის“ გარეშე მიიღება. ჯერ კიდევ ვერ ხერხდება საკითხების კომპლექსურად შეფასება, ახალი ურბანული გადაწყვეტილებების ზემოქმედების და მდგრადობის გააზრება, რათა ჯეროვანი პასუხი გაეცეს მომავლის განმსაზღვრელ გამოწვევებს.
29 მარტს, 17:00 საათზე ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დებატებზე ვიმსჯელებთ შემდეგ საკითხებზე - როგორ იგეგმება და ვითარდება ჩვენი ქალაქი? როგორ უნდა გადაიჭრას დღევანდელი პრობლემები და როგორ აისახება ეს საბოლოოდ ქალაქის იერსახეზე? სად არის და როგორ მონაწილეობს აღნიშნულ პროცესებში საზოგადოება? როგორია ჩვენი ქალაქის მომავალი?
***
On Wednesday, April 29, at 5:00 pm South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation organizes public debates in Kutaisi on
"Future of the City".
Main speakers:
- Mr. Paata Kldiashvili, Head of the Department of Economic Development and Property Management of Kutaisi Municipality;
- Mr. David Melkadze, Architect, Head of the Construction Company – “Khuro";
- Mr. Zurab Bakradze, Urban Planner, Architect
Moderator: Ms. Keti Berdzenishvili, Radio "Old City"
Address: 6, Pushkin str., Kutaisi
Language of the event: Georgian