Creator: Heinrich Boell Foundation. Creative Commons License LogoThis image is licensed under Creative Commons License.

Thursday, 23. June 2016 6:00 pm – 8:00 pm Save in my calendar

საქართველო და ნატო ივლისის სამიტის კონტექსტში / Georgia and NATO in the Context of July Summit

საჯარო დისკუსია ბათუმში / Public debate in Batumi

ხუთშაბათს, 23 ივნისს, 18:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე ბათუმში

საქართველო და ნატო ივლისის სამიტის კონტექსტში.

ძირითადი მომხსენებლები:

  • კორნელი კაკაჩია, პოლიტილოგი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი;
  • გიორგი ცხადაია, უმცროსი მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მოდერატორი: ნატა იმედაიშვილი, რადიო თავისუფლება

ნატოს 8-9 ივლისის ვარშავის სამიტისთვის საქართველოს მოლოდინი განსაკუთრებულია. სწორედ ამიტომ ბიოლის ფონდის ტრადიციული საჯარო დებატების ჩარჩოში გთავაზობთ, საქართველოს ევროპული მომავლის საჯარო განხილვას ზემოთ აღნიშნული მოლოდინების და შესაძლო შედეგების კვალიფიციური ანალიზით.

დისკუსიაში საქართველო და ნატო ივლისის სამიტის კონტექსტში განიხილება ნატოს და საქართვეელოს ურთიერთობა, აქცენტით შემდეგ ასპექტებზე:

  • როგორი ურთიერთობაა შესაძლებელი ახლა როდესაც ნატოში და ევრო-კავშირში ინტეგრაცია პარალელური, და არა თანმივდევრული ვექტორებია?
  • რა თავისებურებები გააჩნია გაწელილ პროცესს და რა როლს ითამაშებს ნატოს საკითხი ქართულ არჩევნებში?
  • დისკურსი ნატოს გარშემო როგორც ნაციონალური პროგრამიდან ყურადღების გადატანის მეთოდი. ნატო ქართულ საგაერო და შიდა პოლიტიკაში.

დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62-64 (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი)

Part of the series
Public Debates in Batumi