This image is licensed under Creative Commons License.
- Friday, 24. June 2016 5:00 pm – 7:00 pm Save in my calendar
საქართველო და ნატო ივლისის სამიტის კონტექსტში / Georgia and NATO in the Context of July Summit
საჯარო დისკუსია ქუთაისში / Public debate in Kutaisi
პარასკევს, 24 ივნისს, 17:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე ქუთაისში
საქართველო და ნატო ივლისის სამიტის კონტექსტში.
ძირითადი მომხსენებლები:
♦ ნინო თვალთვაძე, ნატოსა და ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინატორი და ALDA-ს მენეჯერი;
♦ კორნელი კაკაჩია, პოლიტილოგი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი;
♦ გიორგი ცხადაია, უმცროსი მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მოდერატორი: ქეთევან ბერძენიშვილი, რადიო "ძველი ქალაქი"
ნატოს 8-9 ივლისის ვარშავის სამიტისთვის საქართველოს მოლოდინი განსაკუთრებულია. სწორედ ამიტომ ბიოლის ფონდის ტრადიციული საჯარო დებატების ჩარჩოში გთავაზობთ, საქართველოს ევროპული მომავლის საჯარო განხილვას ზემოთ აღნიშნული მოლოდინების და შესაძლო შედეგების კვალიფიციური ანალიზით.
დისკუსიაში საქართველო და ნატო ივლისის სამიტის კონტექსტში განიხილება ნატოს და საქართვეელოს ურთიერთობა, აქცენტით შემდეგ ასპექტებზე:
- როგორი ურთიერთობაა შესაძლებელი ახლა როდესაც ნატოში და ევრო-კავშირში ინტეგრაცია პარალელური, და არა თანმივდევრული ვექტორებია?
- რა თავისებურებები გააჩნია გაწელილ პროცესს და რა როლს ითამაშებს ნატოს საკითხი ქართულ არჩევნებში?
- დისკურსი ნატოს გარშემო როგორც ნაციონალური პროგრამიდან ყურადღების გადატანის მეთოდი. ნატო ქართულ საგაერო და შიდა პოლიტიკაში.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. 6 (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი)
- Part of the series
- Public Debates in Kutaisi / საჯარო დებატები ქუთაისში