Tuesday, 18. November 2014 2:00 pm – 5:00 pm Save in my calendar

საქართველოს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული და პროგნოზირებადი რისკები / Risks related to building of HPPs in Georgia

მრგვალი მაგიდა / Round Table

18 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის („ენერგეტიკის დარგში ცნობიერების ამაღლება საქართველოში მდგრადი ენერგოპოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით“) ფარგლებში ასოციაცია მწვანე ალტერნატივა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის საკონფერენციო დარბაზში (ზოვრეთის ქ. #38), გამართავს შეხვედრას თემაზე: საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული და პროგნოზირებადი რისკები.

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • გამოყენებული იყო, თუ არა ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების დადებისას შერჩევითი მიდგომა და რა შეიცვალა 2013 წლის 21 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილების მიღების შემდეგ;
  • ითვალისწინებენ, თუ არა მემორანდუმები და ხელშეკრულებები  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზეგავლენის თავიდან აცილების, შერბილებისა და აღმოფხვრის ღონისძიებების გატარების ვალდებელებებს და ასეთი ვალდებულებების ფინანსურ უზრუნველყოფას?

მწვანე ალტერნატივა ასევე, წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ ამავე თემაზე შემუშავებულ საჯარო პოლიტიკის ნარკვევს. 

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

 

შეხვედრაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაადასტუროთ მონაწილეობა.

დაუკავშრდით, ქალბატონ ნათია ქსოვრელს:

ელ. ფოსტა: nksovreli@greenalt.org

ტელ.: 229 27 73, 222 38 74,

მობ.: 593 449 429