Creator: Heinrich Boell Foundation.

Wednesday, 06. April 2016 2:00 pm – 4:00 pm Save in my calendar

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი

წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია

2016 წლის 6 აპრილს 14:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გამართავს რეგიონალური ენერგეტიკული კვლევის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი  პრეზენტაციას.

კვლევა მიმოიხილავს აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ენერგოსექტორების ძირითად მახასიათებლებს და მკითხველს საშუალებას აძლევს, დაასკვნას, რამდენად არის ერთმანეთთან თანხვედრაში მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკული განვითარების ვექტორები და არსებობს თუ არა ენერგეტიკული განვითარების ერთიანი ხედვა რეგიონის შიგნით. „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და პოლიტიკური არჩევანი“ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას სვამს არსებული ენერგოსისტემების მდგრადობის და სოციალური თუ ეკონომიკური სარგებლიანობის შესახებ. ასევე, კვლევა დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგენს ქვეყნებში არსებულ სურათს განახლებად ენერგეტიკასა და ენერგოეფექტურობასთან მიმართებაში და იძლევა პრაქტიკულ რეკომენდაციებს მდგრადი ენერგეტიკული სისტემების დანერგვის ხელშესაწყობად.  

შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი გაგვიზიარებს სახელმწიფოს ხედვას და გეგმებს განახლებად ენერგიებთან და ენერგოეფექტურობასთან მიმართებაში. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტები წარმოადგენენ პრეზენტაციას მათ მიერ განხორციელებული საპილოტე პროექტის შესახებ.

ძირითადი მომხსენებლები:

  • თამარ ანთიძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო;
  • მარგალიტა არაბიძე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების სამმართველოს უფროსი;
  • თორნიკე თოხშუა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი.

მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მე-8 კორპ., კოსტავას ქ. 77