Creator: Heinrich Boell Foundation.

Saturday, 30. May 2015 12:00 pm – 12:30 pm Save in my calendar

სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის / Bloodlands: Europe betweenHitler and Stalin

ტიმოთი სნაიდერის წიგნის პრეზენტაცია / Presentation of publication by Timothy Snyder

 

თბილისის წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალზე შაბათს, 30 მაისს, 12:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და რადარამი წარმოგიდგენთ:

ტიმოთი სნაიდერის წიგნის "სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის" პრეზენტაციას

მომხსენებლები:
მარიამ ადუაშვილი, რადარამი, პროექტის კოორდინატორი
დავით კოპალიანი, ისტორიკოსი

ტიმოთი სნაიდერი ამერიკელი ისტორიკოსი და იელის უნივერსიტეტის პროფესორია. ის იმ ოცწლიან პერიოდს იკვლევს, როდესაც ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის სისტემას თოთხმეტი მილიონი ადამიანი შეეწირა. ეს ადამიანები არ ყოფილან ჯარისკაცები, ისინი არ დაღუპულან სამხედრო ოპერაციებისას, ისინი ბალტიის ქვეყნების, ბელარუსის, უკრაინის, პოლონეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ ტოტალიტარულ რეჟიმებს ემსხვერპლნენ.
თავის შთამბეჭდავ ნაშრომში ტიმოთი სნაიდერი მეოცე საუკუნის ამ სისხლიან სტატისტიკას წარმოგვიდგენს და საშუალებას გვაძლევს ისტორიული ცნობების მიღმა ცალკეული ადამიანები დავინახოთ. წიგნი ძალიან ჰუმანური და ამავდროულად სულისშემძვრელი საკითხავია, რომელიც ღრმა გააზრებას საჭიროებს, რათა სისხლიანი მიწები აღარასოდეს განმეორდეს.

მისამართი: ექსპო-ჯორჯია, მე-11 პავილიონი, წერეთლის გამზ. 118

 

In the frameworks of the Tbilisi International Book Festival on Saturday, May 30, 2015 at 12:00 Heinrih Boell Foundation South Caucasus Regional Office and Radarami organize presentation of publication by Timothy Snyder

Bloodlands: Europe between Hitler and Stalin.

The publication will be presented by Mariam Aduashvili, Radarami, and David Kopaliani, Historian.

Address: Expo-Georgia, 11th pavilion, 118 Tsereteli ave.