Creator: Heinrich Boell Foundation. All rights reserved.

Friday, 20. April 2018 6:30 pm – 8:30 pm Save in my calendar

ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი / Who is afraid of feminism in Georgia? Area of women’s political fight

წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია ბათუმში / Book presentation and discussion in Batumi

პარასკევს, 20 აპრილს, 18:30-ზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და პლატფორმა ქალები საქართველოდან Women of Georgia გიწვევთ წიგნის

►ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი◄

პრეზენტაციასა და გამოფენაზე ბათუმში.

პუბლიკაციას წარადგენენ:
► ნუკრი ტაბიძე, გენდერის კვლევის მაგისტრი, ფემინისტი აქტივისტი; პუბლიკაციის ერთ-ერთი ავტორი;
► ნაცო ბერიძე-გაბაიძე; პუბლიკაციის ერთ-ერთი ავტორი.

ადგილი: თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ბათუმი, ზ. გამსახურდიას 1/5

სტატიების სერიის „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?” პირველი წიგნი 2013 წელს დაიბეჭდა. ის ჩვენი პირველი მცდელობა იყო, ცალკე კრებულად გამოგვეცა ქართველი ფემინისტი ავტორების მსჯელობები. ახალი კრებული იგივე სერიის მეორე წიგნია და მასში იმ სტატიებს მოვუყარეთ თავი, რომლებიც ბოლო სამი წლის მანძილზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფემინისტურ ვებგვერდზე (www.feminism-boell.org) დაგროვდა. ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებული სტატიების გარდა, ჩვენი მკითხველი აღმოაჩენს ახალ ნაშრომებსა და ავტორებსაც, რომლებიც კარგად ესადაგებიან ქალთა პოლიტიკური ბრძოლის აქტუალურ ხედვებს.

ამ ბრძოლამ, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, „პირადი“-სთვის პოლიტიკური განზომილების შეძენას გულისხმობს, სხვადასხვა სივრცე დაიკავა, რომლთა შორისაა პლატფორმა „ქალები საქართველოდან“. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში ჩვენი კრებულის რამდენიმე ავტორის ფოტოისტორიაც გამოქვეყნდა, რამაც გვიბიძგა ბრძოლის ეს ორი ველი ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა: აკადემიური კრებულის პრეზენტაციის პარალელურად, წარმოგიდგენთ გამოფენას „ქალები საქართველოდან“. გამოფენაზე კრებულის ხუთი ავტორის (სალომე ცოფურაშვილის, ნათია გვიანიშვილის, ნაცო ბერიძე გაბაიძის, თამთა მელაშვილისა და ნუკრი ტაბიძის) ბიოგრაფიას უფრო ახლოდან დაინახავთ, ხოლო დამატებით, გაეცნობით პლატფორმის რამდენიმე სხვა რესპონდენტსაც. ვფიქრობთ, შერჩეული ისტორიები კარგად ეხმიანება კრებულში წამოჭრილ საკითხებს და ჩვენს დისკუსიაშიც მეტი განსხვავებული ქალის პერსპექტივას შემოიტანს.

გვჯერა, რომ ეს ბრძოლა შეუქცევად პროცესებს წარმოშობს და ქალების ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა გაიჟღერებს ყველა სივრცეში. ქალები ფეხს მოიკიდებენ ყველა სასურველ ასპარეზზე და ხელს შეუწყობენ ერთმანეთის განვითარებას!

On Friday, April 20, at 6:30 pm, the South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation in cooperation with the platform "Women of Georgia" organizes presentation of the publication

►Who is afraid of feminism in Georgia? Area of women’s political fight

in Batumi (Contemporary Art Space, 1/5, Z. Gamsakhurdia st., Batumi)

Speakers:
Nukri Tabidze, Feminist Activist, one of the authors of the publication;
○ Natso Beridze-Gabaidze, one of the authors of the publication

Admission is free
Language of the event: Georgian

Language
Georgian