This image is licensed under Creative Commons License.
- Thursday, 16. July 2015 6:00 pm – 8:00 pm Save in my calendar
ჟენევის მოლაპარაკებების მომავალი: დიპლომატიის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის / Future of Geneva Talks: Role of Diplomacy in Conflict Transformation
საჯარო დისკუსია / Public Debates
For information in English please, scroll down
ხუთშაბათს, 16 ივლისს, 18:00 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე თბილისში:
ჟენევის მოლაპარაკებების მომავალი: დიპლომატიის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის
ძირითადი მომხსენებლები:
- გიუნტერ ბეჰლერი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში;
- პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
- გიორგი კანაშვილი, კავკასიური სახლის დირექტორი
- ელენე ხოშტარია, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი
მოდერატორი: მალხაზ სალდაძე, HBF SC პროგრამების კოორდინატორი
ქართულ-ინგლისური სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია.
დასწრება თავისუფალია!
http://on.fb.me/1L16NTv
On July 16, Thursday, at 6pm The South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation hosts a public debate in Tbilisi on
Future of Geneva Talks: Role of Diplomacy in Conflict Transformation
Speakers:
- HE Guenther Baechler, Ambassador of Switzerland to Georgia;
- Mr. Giorgi Kanashvili, Director, Caucasian House;
- Ms. Helen Khoshtaria, Founder of the Georgian Reforms Associates - Grass
- Mr. Paata Zakareishvili, State Minister of Georgia for Reconciliation and Civic Equality
Moderator: Mr. Malkhaz Saldadze, HBF SC Program Coordinator
Georgian-English Simultaneous Translation is provided.
You are kindly invited to participate in this event!
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
წელს, აფხაზეთის და ე.წ ცხინვალის ომების დასრულებიდან 22 წელი, ხოლო რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომიდან, რომელმაც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები საქართველოსთვის კიდევ უფრო რთული გახადა, 7 წელი სრულდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სეცესიონისტურ ტერიტორიებთან და მათ მფარველ რუსეთთან მოლაპარაკებების ერთადერთი ქმედითი და არსებული ჩარჩო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატია, რომლის 32-ე რაუნდიც ამა წლის 1 ივლისს შედგა. აღნიშნული მოლაპარაკებების მიზანი მშვიდობის უზრუნველყოფა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენაა.
ის, რომ დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან საუბრის სივრცე აქვთ, ცხადია, მნიშვნელოვანი მიღწევაა 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილი გაუცხოების და პოზიციების დაშორიშორების დასაძლევად. სხვა საკითხია, რამდენად ხდება ამ ფორმატში ნდობის აღდგენა?
შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა უშლის ხელს ერთმანეთის მიმართ ნდობის გამომუშავებას ამ ფორმატში? ხომ არ ხდება ნდობის და პასუხისმგებლობების გადატანა „დიდი ძალების“ (ევროკავშირი და რუსეთის ფედერაცია) მხრებზე? საჭიროა თუ არა რამე შეიცვალოს კონფლიქტების მიმართ პოლიტიკაში და არიან თუ არა მხარეები ამისთვის მზად?
არის თუ არა ჟენევის ფორმატი მართლაც „ერთადერთი“ სივრცე კონფლიქტების მოგვარებაზე სასაუბროდ, თუ მის მიღმა კომუნიკაციის სხვა არხებიც არსებობს, რომლებიც ქმნიან რეალურ წინაღობებს ნდობის აღდგენისთვის, ან პირიქით ეშველებიან მას?