Talk
- Friday, 13. May 2016 7:00 pm – 9:00 pm Save in my calendar
უხილაობასთან დაპირისპირება: კრეატიული აქტივიზმის მნიშვნელობა ლგბტქი+ თემის (თვით)რეპრეზენტაციისთვის / Challenging In/Visibility: Importance of Creative Activism for (Self)Representation of LGBTQI+ Community
შეხვედრა ალექსანდრა იჰნატოვიჩთან / A meeting with Aliaksandra Ihnatovich
For English, scroll down>>
პარასკევს, 13 მაისს, 19:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ შეხვედრაზე ალექსანდრა იჰნატოვიჩთან
უხილაობასთან დაპირისპირება: კრეატიული აქტივიზმის მნიშვნელობა ლგბტქი+ თემის (თვით)რეპრეზენტაციისთვის.
ისტორიულად, ლგბტქი+ თემი მასკულტურაში უარყოფითად და სტერეოტიპულადაა წარმოდგენილი. სოციალური სეგრეგაციის და გარიყვის დასაძლევად კი აუცილებელია (ჰეტერო)ნორმატიულ რეპრეზენტაციასთან ბრძოლა და მისი დაძლევა. ლგბტქი+ თემის უხილავობის და რეპრეზენტაციის ცნებები შედარებით ახალია ბელარუსის საჯარო დისკურსისთვის და მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან, სამოქალაქო აქტივიზმსა და აკადემიასთან. ლგბტქი+ აქტივისტებმა უკვე დაიწყეს კრიტიკული ანალიზის, როგორც მეთოდის გამოყენება პოპულარულ კულტურასა და მედიაში დისკრიმინაციული, ჰომო/ტრანს/ბი/ქუიარ/ინტერსექს-ფობიური რეპრეზენტაციების გამოსააშკარავებლად. ამავდროულად, მათი დაძლევის მიზნით, აქტივისტები ქმნიან ისეთ მედიაპროდუქტს, რომელშიც წარმოდგენილია მრავალფეროვანი, კომპლექსური გენდერული იდენტობები და სადაც ყურადღება ექცევა ჩაგვრის ინტერსექციურობას.
რადგან ყველა ჩვენგანი იყენებს სხვადასხვა მედია საშუალებებს ყოველდღიურ საქმიანობაში, დროა დავსვათ კითხვა: ვის შეუძლია გახდეს ხილვადი, ვის აქვს ამის ძალა თუ ძალაუფლება? და ვის აქვს უფლება სხვები გახადოს ხილვადი?
ღონისძიების ენა: ინგლისური (თარგმანის საჭიროების შესახებ, გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინოთ)
მისამართი: ქ. თბილისი, ზოვრეთის ქ. 38
დასწრება თავისუფალია!
* * *
On Friday, May 13, at 7:00 pm the South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation organizes a meeting with Aliaksandra Ihnatovich
Challenging In/Visibility: Importance of Creative Activism for (Self)Representation of LGBTQI+ Community.
Historically the depiction of LGBTQI individuals in mass culture has been negative and stereotyped and soon it became obvious that to overcome social segregation and exclusion (hetero)normative representation should be challenged. The concepts of in/visibility and representation of LGBTQI community are relatively new to public discussions in Belarus and are firmly connected with human rights issues, civic activism and academia. LGBTQI activists start to use tools of critical analyses to disclose discriminative, homo/trans/bi/queer/intersex-phobic representations in popular culture (cinema, music, literature) and media and to produce cultural products that represent diverse and complex character of gender identities and itersectionality of oppression. In our everyday work with different types of media we face the need to ask ourselves constantly who has the power to become visible and who has the right to make others visible?
Language: English
Address: 38, Zovreti st., Tbilisi
- Address
-
➽ See event description