
- ხუთშაბათი, 28. აპრილი 2022 4:00 საღამოს – 5:30 საღამოს შეინახე პირად კალენდარში
ახალგაზრდები და ისტორია: გამოცდილები, დამოკიდებულებები და ღირებულებები
ონლაინ პრეზენტაცია
28 აპრილს, 16:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი და კვლევითი ორგანიზაცია „ჩვენ ვიკვლევთ“ (WeResearch) გიწვევთ კვლევის - "საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია: გამოცდილები, დამოკიდებულებები და ღირებულებები" ონლაინ პრეზენტაციაზე.
კვლევა 2021 წელს ჩატარდა და მისი მიზანი ისტორიისა და მისი სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა იყო. კვლევა შეეხებოდა იმასაც, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან და რა აინტერესებთ ამ სფეროში, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და როგორ აფასებენ ისტორიის სწავლის გამოცდილებას. ამისათვის, კვლევის ფარგლებში მონაცემთა შეგროვების რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები იქნა გამოყენებული. კერძოდ, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც საჯარო სკოლის 9-12 კლასის 4366 მოსწავლე მოიცვა; თვისებრივი კვლევის ფარგლებში კი 12 ფოკუსჯგუფი შედგა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან და, ასევე, რვა პირისპირი ინტერვიუ - სფეროს ექსპერტებთან.
კვლევის მიგნებების საფუძველზე რამდენიმე საგულისხმო რეკომენდაცია შემუშავდა, რომლებიც შემდეგ საკითხებს უკავშირდება: ისტორიის სწავლების მეთოდების დახვეწა; ისტორიის სწავლების შინაარსის გაუმჯობესება; ისტორიის წყაროების მრავალფეროვნების ზრდა; ისტორიის კვლევების ხელშეწყობა; განათლების მიღებისას უთანასწორობის გათვალისწინება და მისი შემცირება.
ონლაინ ღონისძიებაზე წარმოვადგენთ კვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს.
მომხსენებლები:
- ნანა ჭაბუკიანი, “ჩვენ ვიკვლევთ“;
- სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი;
მოდერატორი: ლილია ჩიხლაძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი.
- ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული: https://bit.ly/3L2iHP2
- ღონისძიების ენა: ქართული
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი
- დროის სარტყელი
- Tbilisi
- Address
-
იხილეთ ღონისძიების აღწერა
- ენა
- ქართული