
დისკუსია
- ხუთშაბათი, 21. დეკემბერი 2023 4:00 საღამოს – 6:00 საღამოს შეინახე პირად კალენდარში
ხანდაზმულებზე ზრუნვა საქართველოში:
მზრუნველთა პერსპექტივა
21 დეკემბერს, 16:00-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი გიწვევთ ანი გოგბერაშვილის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე და დისკუსიაზე.
კვლევა ცდილობს ზრუნვის სისტემაში არსებული პრობლემების განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვას და ეყრდნობა უშუალოდ ზრუნვის გამცემი პირების გამოცდილებებს. შესაბამისად, კვლევის მიზანია ხანდაზმულებზე ზრუნვასთან დაკავშირებული გამოწვევების და მათი გენდერული დინამიკის შესწავლა, ძირითადი ფოკუსით ზრუნვის გამცემთა პერსპექტივაზე. კვლევის ამოცანაა ხანდაზმულებზე ზრუნვის მრავალფეროვანი გამოცდილებების შესწავლა როგორც კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული, ისე არაფორმალურ ზრუნვაში ჩართული ადამიანების გამოცდილების საფუძველზე. უფრო კონკრეტულად – ხანდაზმულებზე ზრუნვასთან დაკავშირებული მთავარი ფსიქოსოციალური, ეკონომიკური, ინფასტრუქტურული გამოწვევების იდენტიფიცირება და ანალიზი. ამასთან, კვლევა ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმულებზე ზრუნვის სფეროში ზრუნვის გამცემ და მიმღებ პირებს შორის არსებული დამოკიდებულებებისა და ურთიერთობების სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე მზრუნველთა პერსპექტივიდან.
დღის წესრიგი
16:00 – 16:15 მონაწილეთა რეგისტრაცია და ყავა
16:15 – 16:30 მისალმება თათა ბურდული, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის გენდერული პროგრამის კოორდინატორი
16:30 – 17:00 კვლევის შედეგების პრეზენტაცია ხანდაზმულებზე ზრუნვა საქართველოში: მზრუნველთა პერსპექტივა - ანი გოგბერაშვილი, მკვლევარი
17:00 – 17:30 პანელური დისკუსია "ხანდაზმულებზე ზრუნვა საქართველოში: სოციალური დაცვა, შინმოვლა, არაფორმალური შრომა"
მეკო (მერი) ჩაჩავა, მკვლევარი;
მერი ვაშაკიძე, შინმოვლის კოალიცია, ა(ა)იპ „ადამიანი და ბუნება“, შინმოვლის კოორდინატორი, ტრენერი;
ნინო ბაიდაური, მზრუნველი
17:30 – 18:00 კითხვა-პასუხის სესია და დისკუსია
- დროის სარტყელი
- თბილისი
- Address
-
იხილეთ ღონისძიების აღწერა