ავტორი: hbs tbilisi Office. All rights reserved.

დისკუსია

სამშაბათი, 19. ივლისი 2022 3:30 საღამოს – 5:00 საღამოს შეინახე პირად კალენდარში

დისკუსია

კულტურა – დემოკრატია – ევროპა

რესურსი და გზამკვლევი საქართველოსთვის

2022 წლის 19 ივლისი, 17:30 საათი, ღონისძიების ჩატარების ადგილი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი (ირაკლი აბაშიძის 46ა, თბილისი).
ღონისძიების ლაივსტრიმის ნახვა შესაძლებელი იქნება ჩვენს ფეისბუქ გვერდზე (15:30 ბერლინის დროით)

კულტურა ვერ იარსებებს დემოკრატიის გარეშე და დემოკრატია ვერ იარსებებს კულტურის გარეშე. კულტურა ყვავის, ვითარდება და ვრცელდება თავისუფლების პირობებში. დემოკრატია მრავალფეროვან და ტოლერანტულ პოლიტიკურ გაერთიანებას ეფუძნება. საქართველოს ათასწლეულოვანმა კულტურამ და მისი თანამედროვე გამოხატვის ფორმებმა ბოლო წლებში აღტაცება გამოიწვია გერმანიასა და ევროკავშირში და ხელი შეუწყო საქართველოს პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას, რაც ეხმარება ქვეყანას ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოებაში. თუმცა, ბოლო პერიოდში ქართველი ხელოვანები სულ უფრო ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას ხელისუფლების მხრიდან კონტროლის მცდელობების გამო. ასევე გაურკვეველია გამონახავენ თუ არა მთავრობა და ოპოზიციური პარტიები გზებს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების გასატარებლად.

რა კავშირებია კულტურის, დემოკრატიისა და ევროპის ფართო ცნებებს შორის, როგორც გერმანულ, ისე ქართულ კონტექსტში? რა ახასიათებს დემოკრატიულ საპარლამენტო კულტურას და რა დაბრკოლებები და გამოწვევები არსებობს ამ კუთხით ორივე ქვეყანაში? რა პოლიტიკური და სოციალური მოვლენები გამოიარა საქართველოს მოსახლეობამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში? და რატომ არის თავისუფალი კულტურული სცენა აუცილებელი საქართველოს პოლიტიკური გზისთვის ევროპისკენ? ამ საკითხებზე გვსურს ვისაუბროთ ჩვენს მომხსენებელებთან ერთად:

კატრინ გორინგ-ეკარდტი, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი

დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (2012-2016 წლებში.); ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე

პროფ. გიორგი მაისურაძე, სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სალომე ჯაში, კინოდოკუმენტალისტი და პროდიუსერი (დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“)

მოდერატორი: დოქტ. სონია შიფერსი, დირექტორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი

მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.

ღონისძიების ენა: ქართული და გერმანული. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი. დისკუსია პირდაპირ ეთერში მხოლოდ გერმანულ ენაზე გადაიცემა. შეზღუდული ადგილების რაოდენობის გამო, თბილისში ფიზიკური მონაწილეობის დადასტურება მოხდება მას შემდეგ რაც დაინტერესებული პირები დისკუსიაზე დასწრების სურვილის შესახებ წინასწარ მოგვწერენ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე (info@ge.boell.org) და გაივლიან რეგისტრაციას.

 

დროის სარტყელი
Berlin time
Address
იხილეთ ღონისძიების აღწერა
ენა
გერმანული
ქართული