ხუთშაბათი, 28. იანვარი 2021 5:00 საღამოს – 6:00 საღამოს შეინახე პირად კალენდარში

„ქვიარ გრძნობები - თარგმანების კრებულის“ პრეზენტაცია

ხუთშაბათს, 28 იანვარს, 17:00 საათზე, (თბილისის დროით) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გიწვევთ წიგნის - „ქვიარ გრძნობები - თარგმანების კრებული“ ონლაინ პრეზენტაციაზე.

წიგნის გამოცემის მიზანია ხელი შეუწყოს ქვიარ და ფემინისტურ დისკურსში კრიტიკული და, ამავდროულად, ემოციური ნარატივებისა და დისკუსიის გამდიდრებას.

თარგმანები ერთიანდება ქვიარ თეორიაში აფექტზე ფიქრის გარშემო და სურს, ქართულ რეალობაში ხილვადობა მოუპოვოს მას.

„ქვიარ გრძნობები“ არის ერთგვარი შეხსენება, რომ გრძნობები პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ტექსტები საუბრობენ დეპრესიასა და ემოციებზე, ბედნიერების არსზე, იმედზე, იმგვარ ოპტიმიზმზე, რომელიც ბარიერად იქცევა წარმოსახული მომავლისთვის; მუდმივი საფრთხის განცდაზე, რომელიც თან სდევს ქვიარ ყოფას და განსაზღვრავს და კეტავს მას; ქვიარ მოძრაობებში წარმატებისკენ ლტოლვის, რეალიზებასა და რეპროდუქციაზე დამყარებული ყოფის პრობლემურობაზე, რაც იმ გარემოსა და ძალაუფლებრივი ურთიერთობების გამოძახილია, რომელშიც ვცხოვრობთ.

კრებული აერთიანებს ქვიარ და ფემინისტი თეორეტიკოსების შემდეგ ტექტებს:

Image removed.„პარანოიდული კითხვა და რეპარაციული კითხვა, ან – შენ ისეთი პარანოია გაქვს, რომ გგონია, ეს სტატია შენზეა“- ივ კოსოვსკი სეჯვიკი;
მარიამ ქაჯაიას თარგმანი.

Image removed.„უტოპიის განცდა“- ხოსე ესტებან მუნოზი;
ლაშა ქავთარაძის თარგმანი.

Image removed.„ეროტიზმის გამოყენება: ეროტიკულობა, როგორც ძალა“- ოდრი ლორდი;
ანა ილურიძის თარგმანი.

Image removed.„სიხარულის ჩაშხამება ფემინისტურად - ფემინიზმი და ბედნიერების ისტორია“- სარა აჰმედი;
ნარგიზა არჯევანიძის თარგმანი.

Image removed. „ულმობელი ოპტიმიზმი“- ლორენ ბერლანტი;
ნარგიზა არჯევანიძის თარგმანი.

Image removed. „დეპრესია - საჯარო გრძნობა. შესავალი“- ენ ცვეტკოვიჩი;
ნუკრი ტაბიძის თარგმანი.

Image removed.„ტრანსფობიისა და ძალაუფლების გადააზრება – უფლებების ჩარჩოს მიღმა“- დინ სპეიდი;
სალომე ქინქლაძის თარგმანი.

პუბლიკაციის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორია ანა რეხვიაშვილი.

ონლაინ პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებენ:

Image removed. ანა რეხვიაშვილი, გენდერის მკვლევარი, იორკის უნივერსიტეტის (კანადა) დოქტორის კანდიდატი

Image removed. ანა ილურიძე, გენდერის მკვლევარი

Image removed. მოდერატორი: მარიამ ჭანჭალეიშვილი, პროგრამის კოორდინატორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი

ონლაინ დიკუსიის ნახვა შესაძლებელი იქნება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ფეისბუქ გვერდზე. 

Address
იხილეთ ღონისძიების აღწერა
ორგანიზატორი
Heinrich-Böll-Stiftung Tbilisi - South Caucasus Region