ავტორი: hbs tbilisi Office. All rights reserved.

Online discussion

ოთხშაბათი, 02. მარტი 2022 11:30 დილის – 12:30 საღამოს შეინახე პირად კალენდარში

Online discussion

ომი უკრაინაში: სოლიდარობა და პოლიტიკის პასუხები საქართველოსა და გერმანიაში

2 მარტს, თბილისის დროით 11:30 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გიწვევთ ონლაინ დისკუსიაზე - ომი უკრაინაში: სოლიდარობა და პოლიტიკის პასუხები საქართველოსა და გერმანიაში.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში მსოფლიოს დიდი ნაწილი გააოგნა. გამაფრთხილებელი ნიშნების მიუხედავად, ანალიტიკოსთა უმრავლესობა აგრესიის ასეთ ყოვლისმომცველ აქტს არ ელოდა, ისევე როგორც უკრაინის მიერ ასეთ ძლიერ თავდაცვას. კრემლის თავდასხმამ და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის საშინელმა ტანჯვამ, რამაც ისინი იძულებულნი გახადა დაეტოვებინათ თავიანთი სახლი და ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას გაახსენა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ტრავმები. ისინი მასობრივად გამოვიდნენ ქუჩებში და ბევრი მხარს უჭერს დასავლეთის ქვეყნების შესაბამისად საქართველოს პოლიტიკის უფრო ძლიერ პასუხს. სოლიდარობა უკრაინის მიმართ გამოხატა გერმანიაში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების დროს რამდენიმე ასეულ ათასმა ადამიანმა.  გერმანიის მთავრობამ, მთავარი/ძირითადი ცვლილების შედეგად, გადაწყვიტა იარაღი მიაწოდოს უკრაინას და ასევე აპირებს მნიშვნელოვნად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, მათ შორის საკამათო ნაწილებზე, როგორიცაა სამხედრო თვითმფრინავები.

ამ მოვლენების ფონზე, ჩვენ გვსურს შევქმნათ შესაძლებლობა დისკუსიისთვის, რომელიც შეეხება შემდეგ საკითხებს:

რა ფორმით გამოხატეს სოლიდარობა საქართველოსა და გერმანიაში? რა არის მთავარი გზავნილები იმ საპროტესტო აქციების, რომლებიც საქართველოსა და გერმანიაში ჩატარდა?

როგორ გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება ომს უკრაინაში და როგორ აფასებს მის რეაქციას  საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია?

როგორ უპასუხა გერმანიის მთავრობა ომს, როგორც ორმხრივად, ასევე ევროკავშირის შიგნით? როგორ განიხილება პოლიტიკის ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება ტრადიციულად დიალოგზე ორიენტირებულ გერმანელ მწვანეებს შორის და რა გავლენას მოახდენს ეს ევროპაზე?

- როგორ აისახება რუსეთის უკრაინაში შეჭრა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოებაზე და რა შეიძლება გაკეთდეს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად?

მომხსენებლები:

  • პროფესორი, დოქტ. კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი;
  • მერლე შპელერბერგი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, ალიანსი 90/მწვანეები; საგარეო პოლიტიკის საკითხებში მწვანეთა საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლის მოადგილე;
  • ოთარ კობახიძე, მთავარი რედაქტორი, Civil.ge

მოდერატორი: დოქტ. სონია შიფერსი, დირექტორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3vn9JH2 

ღონისძიების ენა: ინგლისური. ჩვენ ვუზრუნველყოფთ სინქრონულ თარგმანს ქართულ ენაზე.

*****

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასია სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უკრაინელს; ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებსა და მეგობრებს. კრემლის აგრესია აგრძელებს უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლად ქცევას. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამ სამარცხვინო, თაღლითური შემოჭრის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი არ აქვს 21-ე საუკუნეში.

 

დროის სარტყელი
Tbilisi, Baku, Yerevan
Address
➽ Online Event
ორგანიზატორი
Heinrich-Böll-Stiftung Tbilisi - South Caucasus Region
ენა
ინგლისური