დისკუსია
- ხუთშაბათი, 22. აპრილი 2021 5:00 საღამოს – 6:30 საღამოს შეინახე პირად კალენდარში
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების
მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივები
ევროპასთან ასოცირების შეთანხმების და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში წევრობის მოთხოვნების შესრულების გზაზე, საქართველომ გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სექტორებში რეფორმების კუთხით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა. მიუხედავად პროგრესისა, რომელიც ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, ამ რეფორმებს ხშირ შემთხვევაში ფორმალური ხასიათი აქვთ და მათი პრაქტიკული განხორციელება ნელი ტემპებით მიმდინარეობს.
ქვეყანას ჯერ კიდევ არ გააჩნია ენერგეტიკის სექტორის განვითარების სრულყოფილი სტრატეგია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ ემყარება საფუძვლიან ინფორმაციას ან ანალიზს. შესაბამისად, ლეგიტიმურია კითხვები იმის შესახებ თუ რა სცენარებს ეფუძნება საქართველოს მთავრობის გეგმები გაზარდოს ჰიდრო რესურსების ათვისება, მაშინ როდესაც ქარის, მზის და ენერგოეფექტურობის პოტენციალი სრულიად გამოუყენებელი გვაქვს. უამრავი კითხვაა მთავრობას და კერძო ინვესტორებს შორის დადებული ხელშეკრულებების პირობების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი საკმარისად გამჭვირვალე არაა. ადგილობრივი მოსახლეობას და ექსპერტებს არა ერთი შენიშვნა აქვთ პროექტების ტექნიკური და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების გარშემო. ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია იმ საკითხების, რომლებიც არა ერთხელ დაისვა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში.
დისკუსიაზე უფრო ღრმად ჩავიხედავთ ენერგეტიკის სექტორის განვითარების დებატებში და დავსვამთ შემდეგი კითხვებს: როგორ ხედავს საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სექტორის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას? რა კონკრეტულ სცენარებს და ალტერნატივებს ეფუძნება მთავრობის გადაწყვეტილებები? როგორ უნდა მოვახერხოთ დიდი ენერგეტიკული პროექტების შესაბამისობა გარემოსდაცვით, სოციალურ და ადამიანის უფლებებთან? როგორ გადმოგვაქვს ევროპასთან ასოცირების პროცესში მიღებული რეფორმები პრაქტიკაში? რა არის საუკეთესო პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებში?
მომხსენებლები:
ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტის წევრი, კავშირი მწვანეები
დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
მანანა ქოჩლაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას თავმჯდომარე
მოდერატორი: შტეფან მაისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი
ენა: ქართული/ინგლისური (სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია)