
Event
- ხუთშაბათი, 26. ოქტომბერი 2023 11:45 დილის – 4:00 საღამოს შეინახე პირად კალენდარში
სამხრეთ კავკასიის რეგიონალური კონფერენცია მეხსიერების პოლიტიკაზე
მეხსიერება სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებრივი მონაწილეობის შესახებ
თარიღი: 2023 წლის 26-27 ოქტომბერი
ჩატარების ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შენობა G, აუდიტორია G106, მისამართი: გიორგი წერეთლის ქუჩა №1
ენა: ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება)
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან (SOVLAB) ერთად აწყობს სამხრეთ კავკასიის ყოველწლიურ რეგიონალურ კონფერენციას, რომელზეც განხილული იქნება მეხსიერების პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საზოგადოებრივი მონაწილეობის შესახებ. კონფერენციაზე გვსურს განვიხილოთ შემდეგი ძირითადი საკითხები: როგორი იყო საგანმანათლებლო, კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური და, უფრო ფართოდ, საზოგადოების ფართო მასებიდან წამოსული პოლიტიკური ინიციატივები და მოძრაობები მე-19 და მე-20 საუკუნეებში? როგორ აისახება ეს მოძრაობები მეხსიერების ნარატივებსა და პოლიტიკაში? რამდენად იმოქმედა მათზე იმავე პერიოდის ევროპულმა ინიციატივებმა? საზოგადოებრივი მონაწილეობის რომელი ფორმები არსებობდა და რა გავლენა ჰქონდათ მათ შემდგომი პერიოდის წინააღმდეგობის სხვადასხვა პრაქტიკაზე?
თემის მობილიზატორები, მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხშირად ხაზს უსვამენ თემის მობილიზაციისა და საზოგადოების მონაწილეობის ადგილობრივი, თუნდაც ერთჯერადი/მოკლევადიანი მაგალითების მნიშვნელობას. წარსული გამოცდილებიდან არსებობს სამოქალაქო აქტივიზმის მრავალი მაგალითი, როგორებიცაა ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრების ან ქალებისთვის სადისკუსიო სივრცეების გახსნა.
საბჭოთა პერიოდის პირველ ნახევარში (1920-იანი წლების ბოლოდან 1950-იან წლებამდე) წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმა ეხებოდა სხვადასხვა ეროვნულ, რელიგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხს. „გლასნოსტისა“ და „პერესტროიკის“ დროს, 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო უფრო ფართო საპროტესტო მოძრაობები. თავიდან ეს დაკავშირებული იყო გარემოსდაცვით დემონსტრაციებთან, მაგრამ მოგვიანებით გარდაიქმნა უფრო ფართო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებად.
მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, საზოგადოებრივი მონაწილეობის ფორმები შეიცვალა. დედაქალაქებში მასობრივი მიტინგების გარდა, ჩვენ ვხვდებით წინააღმდეგობის ინდივიდუალურ აქტებს, კონკრეტული საკითხების მოგვარებისკენ მიმართულ დემონსტრაციებს ინდუსტრიულ ქალაქებსა თუ მთიან რეგიონებში. სამხრეთ კავკასიის საზოგადოებებში მზარდი ნიჰილიზმის შესახებ მიმდინარე დისკუსიების კონტექსტში, გიწვევთ საზოგადოებრივი მონაწილეობის და მისი სხვადასხვა ფორმის განსახილველად. ასევე მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ, თუ როგორ გამოიხატება მე-19 და მე-20 საუკუნეების საზოგადოებრივი აქტივობები მეხსიერების პოლიტიკის სხვადასხვა საშუალებით, როგორიცაა: ძეგლები, ისტორიის სახელმძღვანელოები, პლაკატები და ა.შ.
დღე 1: 26 ოქტომბერი, 2023
ჩატარების ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შენობა G, აუდიტორია G106, მისამართი: გიორგი წერეთლის ქუჩა №1
11:45-12:00 (თბილისი, ბაქო, ერევნის დროით)
მისასალმებელი სიტყვა: სონია შიფერსი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის - სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორი და პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
12:00-13:30 პანელური დისკუსია (I): თვითორგანიზების პრაქტიკა ადგილობრივ დონეზე იმპერიული (რუსეთის იმპერიის და ოსმალეთის) მმართველობის დროს.
მომხსენებლები:
- თურქაი გასიმლი, დამოუკიდებელი მკვლევარი;
- ჰასმიკ ხალაფიანი, ასისტენტ-პროფესორი, სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი;
- ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB);
მოდერატორი: სევილ ჰუსეინოვა, სოციალური ანთროპოლოგი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი - ევროპული ეთნოლოგიის ინსტიტუტი.
13:30-14:30 შესვენება
14:30-16:00 პანელური დისკუსია (II): სოლიდარობის პრაქტიკა და საზოგადოების ფართო ფენების მობილიზაცია ადრეული საბჭოთა მმართველობის დროს
მომხსენებლები:
- ნუგზარ პაპუაშვილი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
- ნელი მანუჩარიანი, მკვლევარი, სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი;
- თოგრულ ველიევი, დამოუკიდებელი მკვლევარი, ეკონომისტი;
მოდერატორი: ქეთევან გურჩიანი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
დღე 2: 27 ოქტომბერი, 2023
ჩატარების ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შენობა G, აუდიტორია G106, მისამართი: გიორგი წერეთლის ქუჩა №1
11:00-12:30 პანელური დისკუსია (III): სამიზდატიდან მასობრივ მობილიზაციამდე: საზოგადოებრივი მონაწილეობის ფორმების ცვლილება გვიან საბჭოთა პერიოდში
მომხსენებლები:
- გაბრიელ ჩუბინიძე, მკვლევარი;
- ვაჰრამ მარტიროსიანი, მწერალი;
- დოქტორი შალალა მამედოვა, დამოუკიდებელი მკვლევარი;
მოდერაცია: ევია ჰოვანისიანი, პროექტის კოორდინატორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ერევნის ოფისი.
შესვენება: 12:30-13:30
13:30-15:00 დისკუსია: როგორ მოქმედებს 1980-1990-იანი წლების საპროტესტო კულტურა თანამედროვე საზოგადოებრივი მონაწილეობის პრაქტიკაზე?
მომხსენებლები:
- გიორგი მაისურაძე, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ნაზრინ გადიმოვა-აკბულუთი, დამოუკიდებელი მკვლევარი;
- გარიკ მისკარიანი, მეცნიერებისა და განათლების ფონდ - რესტარტის თანადამფუძნებელი;
მოდერაცია: ქეთი სართანია, მკვლევარი.
- თარიღები
- პარ, 27 ოქტ 2023 11:00 დილის – 3:00 საღამოს შეინახე პირად კალენდარში
- დროის სარტყელი
- Tbilisi, Baku, Yerevan
- Address
-
იხილეთ ღონისძიების აღწერა
- ენა
- ინგლისური
- ქართული