ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.
Online conference
- ორშაბათი, 05. ოქტომბერი 2020 – სამშაბათი, 06. ოქტომბერი 2020 შეინახე პირად კალენდარში
გადაიდო! სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენცია
რა გავლენას ახდენს პანდემია და სხვა დამანგრეველი კრიზისები მეხსიერების პოლიტიკაზე?
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად ატარებს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციას მეხსიერების პოლიტიკაზე. კონფერენციაზე მომხსენებლები გაანალიზებენ თუ რა გამოწვევების წინაშე აღმოჩდნენ არქივებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში მომუშავე მკვლევარები კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, რომელიც ნაწილობრივ უკავშირდება აღნიშნულ დაწესებულებებში არსებული დოკუმენტების შეზღუდული გაციფრულების პრაქტიკას. ამასთანავე, კონკრეტული ციფრული პროექტების პრეზენტაციით, მომხსენებლები ისაუბრებენ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც საშუალებს აძლევს არქივებს, მუზეუმებსა და კვლევით ინსტიტუტებს გამოიყენონ ახალი, ინოვაციური მიდგომები რათა ხმა მიაწვდინონ უფრო ფართო აუდიტორიას ონლაინ პლატფორმების და გამოფენების გზით ან ისარგებლონ სოციალური მედიის საშუალებით. კონფერენციაზე ასევე განხილული იქნება საგანმანათლებლო ინსტიტუტების მხრიდან პანდემიის დროს გამოწვეული პრობლემების დაძლევის გზები.
გარდა კოვიდ-19-ის პანდემიისა, კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლები შეეხებიან მე-20 საუკუნის სხვადასხვა კრიზისს და მათ გავლენას ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, პოლიტიკურ დისკურსა და ამ კრიზისების ინსტრუმენტალიზების პრაქტიკებზე.
სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, თავის პარტნიორებთან ერთად, ხელს უწყობს კვლევასა და დისკუსიას მეხსიერების პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე, რათა თავისი წვლილი შეიტანოს საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა წარსულის გააზრების საქმეში და მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას. კონფერენციის ფარგლებში ანთროპოლოგიის, ისტორიის, პოლიტიკის მეცნიერების კუთხით მომუშავე მკვლევარებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ მეხსიერების პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.
ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდი მოცემულ ბმულზე
დღის წესრიგი
დღე პირველი: 5 ოქტომბერი, ხანგრძლივობა: 4 საათი და 45 წუთი
12:00 – 16:45
12:00 - 12:15 (თბილისის, ბაქოს, ერევნის დროით)
მისალმება - შტეფან მაისტერი, დირექტორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი და პროფესორი გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
12:15 – 15:00 დისკუსია: მეხსიერების პოლიტიკა პანდემიის და სხვა დიდი კატასტროფების დროს: მეთოდოლოგიური მიდგომები და პრაქტიკული მაგალითები
პირველი ნაწილი - 12:15 - 13:30 - როგორ უპასუხეს არქივებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა კოვიდ-19-ის შედეგად წარმოქმნილ სხვადასხვა გამოწვევას სამხრეთ კავკასიაში?
მომხსენებლები:
- მანანა რატიანი, დოქტორი, დირექტორის მოადგილე, მასწავლებელთა პროფესიული განვთარების ეროვნული ცენტრი;
- სერობ ხაჩატრიანი, პროფესორი, ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- დავით ჯიშკარიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
მოდერატორი: შტეფან მაისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
13:30 - 13:45 შესვენება
მეორე ნაწილი - 13:45 – 15:00 სხვადასხვა ისტორიულ პერიოდზე არსებული ციფრული პროექტების პრეზენტაცია: რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები სხვადასხვა აუდიტორიის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ჩართვისთვის?
მომხსენებლები:
- კატია ფაუსერი, პროგრამის EUSTORY დირექტორი, კორბერის ფონდი;
- ნიკიტა ლომაკინი, ისტორიკოსი, საერთაშორისო საზოგადოება მემორიალი;
- დავიდ ლეოპოლდი, პოსტ-დოქტორანტურის მკვლევარი, შუა აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი
მოდერატორი: შტეფან მაისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
15:00 - 15:15 შესვენება
15:15 - 16:45 დისკუსია: მეხსიერების კულტურა პოსტ-საბჭოთა სივრცეში: როგორ აისახა მე-20 საუკუნის სხვადასხვა კრიზისი და კატასტროფა ოფიციალურ დისკურსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე?
მომხსენებლები:
- გაიანე შაგოიანი, ანთროპოლოგი, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, სომხეთის მეცნიერებათა აკადემია;
- ოლა მარტინიუკი, პოსტ-დოქტორანტურის მკვლევარი, ბაზელის უნივერსიტეტი;
- სევილ ჰუსეინოვა, სოციალური ანთროპოლოგი, პროექტის მენეჯერი, დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევის ცენტრი, ბერლინი
მოდერატორი: ევია ჰოვანისიანი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
დღე 2: 6 ოქტომბერი, ხანგრძლივობა: 3 საათი და 15 წუთი
16:00 – 19:15
16:00 - 17:30 დისკუსია: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხელისუფლებაში მყოფი პირველი პრეზიდენტები სამხრეთ კავკასიაში: მათი როლი და მემკვიდრეობა სახელმწიფოსა და იდენტობის მშენებლობის პროცესში
მომხსენებლები:
- პროფესორი ჯერარდ ლიბარიდიანი, მიჩიგანის უნივერსიტეტი;
- პროფესორი გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ზაურ გასიმოვი, ბონის უნივერსიტეტი
მოდერატორი: თამარ გურჩიანი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
17:30-17:45 შესვენება
17:45 – 18:45 დიალოგი: საბჭოთა კავშირის დაშლა და მისი გავლენა ადამიანების ყოველდღიურობაზე - ქეთევან გურჩიანი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ერიკ სკოტი, ასოცირებული პროფესორი, კანზასის უნივერსიტეტი;
18:45 – 19:00 შესვენება
19:00 – 19:15 კონფერენციის შეჯამება
- Address
-
➽ Online Event
- ენა
- ინგლისური
- ქართული
- რუსული