ხუთშაბათი, 26. ნოემბერი 2020

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოების ახალი პარადიგმა: მოლოდინები და რეალობა

ავტორი: hbs. All rights reserved.
თარიღი, დრო
ხუთ, 26. ნოე 2020,
5:00 საღამოს – 6:30 საღამოს შეინახე პირად კალენდარში
Address
➽ Online Event

ენა
ინგლისური
ქართული
ორგანიზატორი
Heinrich-Böll-Stiftung Tbilisi - South Caucasus Region

 ხუთშაბათს, 26 ნოემბერს, 17:00 საათზე, (თბილისის დროით) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გიწვევთ ონლაინ საჯარო დისკუსიაზე

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოების ახალი პარადიგმა: მოლოდინები და რეალობა

კონფერენციაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3nFlgug

მთიანი ყარაბაღის ბოლო ომი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების მდგომარეობის კუთხით ცვლილებას ნათლად აჩვენებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ომის მიმდინარეობისას ევროკავშირი ნაკლებად ჩართული იყო კონფლიქტის მოგვარებაში.  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, რუსეთი რჩება მთავარ გარე მოთამაშედ სამხრეთ კავკასიაში, ხოლო თურქეთის როლი რეგიონში მნიშვნელოვნად იზრდება. აღნიშნული ცვლილებები უსაფრთხოების კუთხით სამხრეთ კავკასიაში მდგომარეობას გაართულებს, რაც გავლენას მოახდენს უფრო ფართოდ, შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონზე. მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ნაწილობრივ გამოთიშულია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს, სხვა მოთამაშეები ევროკავშირის სამეზობლოში გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს ეჯიბრებიან. გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ევროკავშირმა უნდა გადაიაზროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, განსაკუთრებით მისი უსაფრთხოების განზომილება. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო მტკიცე და შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის ახალი ფორმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი შესაძლოა გახდეს ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშე და ასევე გაიზარდოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იმედგაცრუება ევროკავშირის შეზღუდულ ჩართულობასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლები სხვადასხვა შიდა გამოწვევებს უმკლავდებიან, დემოკრატიზაციის თუ ეკონომიკური ტრანსფორმაციის გზაზე კონფლიქტები კვლავ რჩება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამოწვევად, რადგან კონფლიქტებს შეუძლიათ სწრაფად შეცვალონ არსებული გეოპოლიტიკური რეალობა, გამოიწვიონ შიდა პოლიტიკის დესტაბილიზაცია ან შეაფერხონ ამ ქვეყნების დემოკრატიზაციის პროცესი.

დისკუსიაზე ვიმსჯელებთ შემდეგ საკითხებზე:

-        როგორი უნდა იყოს ევროკავშირის როლი სამხრეთ კავკასიაში ცოტა ხნის წინ მიმდინარე მთიანი ყარაბაღის ომის და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კონტექსტის გათვალისწინებით?

-        რა შეზღუდვები ახასიათებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას და როგორ უნდა მოხდეს ამ შეზღუდვების გათვალისწინებით წინსვლა?

-        რა შეიცვალა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის შემდეგ?

მომხსენებლები:

-        ოლესია ვართანიანი, სამხრეთ კავკასიის რეგიონის უფროსი ანალიტიკოსი, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი;

-        ნონა მიხელიძე, აღმოსავლეთ ევროპის და ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტი, IAI;

-        ნიკოლაუს ფონ ტვიკელი, ლიბერალური მოდერნულობის ცენტრი, LibMod

მოდერატორი: შტეფან მაისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი.

ღონისძიების ენა: ინგლისური (სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე უზრუნველყოფილი იქნება)

კონფერენციაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3nFlgug