Event
- ოთხშაბათი, 16. ოქტომბერი 2024 7:00 საღამოს – 8:00 საღამოს შეინახე პირად კალენდარში
ხელოვნება კონტექსტში
სოციალური და გარემოსდაცვითი კრიზისები საქართველოში
16 ოქტომბერს, 19:00-ზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი, გეპატიჟებათ დისკუსიაზე „ხელოვნება კონტექსტში: სოციალური და გარემოსდაცვითი კრიზისები საქართველოში“.
დისკუსია, რომელიც გამოფენის სივრცეში გაიმართება, დაინტერესებულია ხელოვნების და გარემოსდაცვითი, სოციალური და პოლიტიკური კრიზისების გადაკვეთებით.
დისკუსიაზე ვისაუბრებთ ხელოვნების სხვადასხვა მედიუმის როლზე თანამედროვე კრიზისების ასახვაში. და ვიკითხავთ, რჩება თუ არა სივრცე თანამედროვე ხელოვანს სოციალურ და გარემოსდაცვით კრიზისებზე რეფლექსიის, იმგვარ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც სხვა არაერთი გამოწვევაა.
დისკუსია გაიმართება გალერეაში Window Project, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ანდრო დადიანის პერსონალური გამოფენა. მოხარულები ვართ, რომ არტისტის ახალი ნამუშევარი, ინსტალაცია, შესრულებული მეორადი მასალით და თვეების განმავლობაში ქუჩიდან აგროვებული ალუმინის ნარჩენებით, ჩვენი ფონდის მხარდაჭერით განხოირციელდა.
დისკუსიაში მონაწილეობენ:
- ანდრო დადიანი, არტისტი
- სალომე ჯაში, კინოდოკუმენტალისტი
- ნატალია ვაწაძე - არტისტი, კურატორი
- მოდერატორი: თუთა ჩხეიძე
მისამართი: გალერეა Window Project, ერეკლე ტატიშვილის 9
- დროის სარტყელი
- თბილისი
- Address
-
იხილეთ ღონისძიების აღწერა