დისკუსია

ხუთშაბათი, 05. დეკემბერი 2019 6:00 საღამოს – 8:00 საღამოს შეინახე პირად კალენდარში

დისკუსია

რეგიონული კონფლიქტების საერთაშორისო განზომილება: საქართველოსა და უკრაინის მაგალითები

ხუთშაბათს, 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე:

რეგიონული კონფლიქტების საერთაშორისო განზომილება: საქართველოსა და უკრაინის მაგალითები

პოსტ-საბჭოთა კონფლიქტების ზონებს აქვთ როგორც შიდა, ასევე გარე განზომილებები. შიდა  თვალსაზრისით, ქვეყნებს უწევთ გაუმკლავდნენ იმ სირთულეებს, რაც ექმნებათ იძულებით გადაადგილებულ პირებს, გაითვალისწინონ სადავო ტერიტორიების მხრიდან მომდინარე მუდმივი საფრთხე და კონფლიქტების ადამიანური განზომილება. რაც შეეხება გარე ასპექტებს, სხვა აქტორებმა შესაძლოა გამოიყენონ  კონფლიქტები დაზარალებული ქვეყნების მანიპულაციისა და კონტროლისთვის.

ყირიმის ანექსია და დონბასის ომი საქართველოში აღქმული იყო, როგორც რუსეთის მხრიდან პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ საქართველოში, ჩარევის გაგრძელებად. არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ დონბასის შემთხვევაში, რუსეთმა შექმნა კონფლიქტი რათა ხელი შეეშალა უკრაინის ინტეგრაციისთვის ნატოსა და ევროკავშირში.   მსჯელობა მიმდინარეობდა იმის შესახებაც, რომ დასავლეთის მხრიდან 2008 წელს სანქციების სიმცირის შემდეგ მოსკოვი დარწმუნდა, რომ პოსტ-საბჭოთა სამეზობლოში მცირე-მასშტაბიანი ომები დასავლეთის მხრიდან ძლიერი/მწვავე რეაქციის საგანი არ გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებებს  მოჰყვა დასავლეთის მხრიდან კომპლექსური რეაქცია, რაც გამოიხატა  ნორმანდის ფორმატის შექმნით და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, მაინც არსებობს იდეების სიმცირე იმასთან დაკავშირებით თუ როგორ არის შესაძლებელი კონფლიქტების გადაჭრა საერთაშორისო ჩართულობით და სხვადასხვა ფორმატებით. დღესდღეობით კონფლიქტებთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორმატია შექმნილი, რომლებიც მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენენ შეხედულებების ურთიერთგაცვლისთვის, თუმცა ხშირად ამ ფორმატებით კონფლიქტის გადაჭრა ვერ ხერხდება.

საჯარო დისკუსიაზე ვიმსჯელებთ შემდეგ საკითხებზე:

  • რა მოლოდინი აქვს საქართველოს კონფლიქტის თვალსაზრისით რელევანტური დასავლელი აქტორებისგან?
  • როგორია ახლანდელი სიტუაცია დონბასში?
  • როგორ შეუძლიათ საქართველოსა და უკრაინას გამოიყენონ საერთაშორისო პლატფორმები, რათა დააყენონ თავიანთი საჭიროებები დღის წესრიგში?
  • როგორ განიხილება საქართველოში არსებული კონფლიქტები საერთაშორისო არენაზე?

მომხსენებლები:

  • ფრანცისკა სმოლნიკი, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების ინსტიტუტი;
  • თამარ ქოჩორაძე, პოლიტიკის ანალიზის დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
  • პავლო კლიმკინი, დიპლომატი, უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (2014-2019);

მოდერატორი: შტეფან მაისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი.

აღნიშნული საჯარო დისკუსია ტარდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფორმატისსაუბრები ბიოლის ფონდში ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო დისკუსიების გამართვას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

ჩატარების ადგილი: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორაციო ცენტრი (2/1 . დადიანის ., თბილისი)

ღონისძიების ენა: ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება)

დასწრება თავისუფალია.

Address
იხილეთ ღონისძიების აღწერა
ორგანიზატორი
Heinrich-Böll-Stiftung Tbilisi - South Caucasus Region
ენა
ინგლისური
ქართული