ავტორი: hbs tbilisi Office. All rights reserved.

Online discussion

პარასკევი, 17. დეკემბერი 2021 3:00 საღამოს – 4:30 საღამოს შეინახე პირად კალენდარში

Online discussion

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები: დისკურსების და ნარატივების როლი

17 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი, გიწვევთ პუბლიკაციის ონლაინ პრეზენტაციასა და დისკუსიაზე, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს. ღონისძიებაზე განხილული იქნება თუ რა როლი აქვთ დისკურსებს და ნარატივებს საქართველოში რუსეთის შესახებ დებატებში და ასევე როგორია რუსეთის დისკურსი საქართველოზე.

დისკუსიაზე მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე:

  • როგორი იყო რუსეთის შესახებ ძირითადი ნარატივები საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (2003-2012) და „ქართული ოცნების“ (2012 წლიდან) დროს? როდის ჩნდება რუსეთის ფაქტორი ქართულ პოლიტიკურ დისკურსში და რატომ იყენებენ პრორუსულ იარლიყებს ოპონენტების წინააღმდეგ ქართველი პოლიტიკოსები?
  • რამდენად თანმიმდევრულია საქართველოს შესახებ დისკურსები რუსეთში? რა მიზნები და პოლიტიკური შედეგები აქვს ამ დისკურსებს? რას ნიშნავს „პრო-რუსობა“ ან „ანტი-რუსობა“ საქართველოში მაშინ როდესაც რუსეთიდან სხვადასხვა დისკურსები მოდის და სხვადასხვანაირად ხდება მისი ინსტრუმენტალიზება საქართველოს კონტექსტში?
  • რა არის ის მთავარი ნარატივები, რასაც რუსული მედია ქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ კოვიდ-19-ის პანდემიის კონტექსტში?

მომხსენებლები:

  • ოთარ კობახიძე, Civil.ge;
  • ანდრეი მაკარევიჩი, ტარტუს უნივერსიტეტი;
  • ალექსანდრა იაცკი, თავისუფალი რუსეთის ფონდი;

მოდერატორი: დოქტ. შტეფან მაისტერი, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭო (DGAP)

ღონისძიების გახსნა: დოქტ. სონია შიფერსი, დირექტორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: https://us02web.zoom.us/.../reg.../WN_MrKL_Em_QGqAxPWOSCG_cA

ღონისძიების ენა: ინგლისური. ჩვენ ვუზრუნველყოფთ სინქრონულ თარგმანს ქართულ ენაზე.

დროის სარტყელი
Tbilisi, Baku, Yerevan
Address
იხილეთ ღონისძიების აღწერა
ორგანიზატორი
Heinrich-Böll-Stiftung Tbilisi - South Caucasus Region
ენა
ინგლისური
ქართული