ავტორი: hbs tbilisi Office. All rights reserved.

Online event

ხუთშაბათი, 24. ოქტომბერი 2024 12:30 საღამოს – 1:30 საღამოს შეინახე პირად კალენდარში

Online event

საქართველოს უნგრული გზა

გაგრძელება თუ ცვლილება არჩევნების შემდეგ?

24 ოქტომბერს, ბერლინის დროით 12:30 საათზე, თბილისის დროით 14:30 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი  გიწვევთ Zoom ვებინარზე - „საქართველოს უნგრული გზა: გაგრძელება თუ ცვლილება არჩევნების შემდეგ?“

უნგრეთის არალიბერალური რეჟიმი და ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში ძალაუფლების კონსოლიდაციის საკითხი საკმაოდ ხშირად განიხილება. თუმცა შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა მისი მმართველობის საგარეო პოლიტიკურ განზომილებას. ორბანმა შექმნა მმართველობის ექსპორტირებადი მოდელი, რომელიც იქცა ინსპირაციისა და მიბაძვის წყაროდ ავტოკრატებისთვის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში.

როდესაც საქართველოს მმართველმა პარტიამ დაიწყო თავისი კურსის შეცვლა და თანდათანობით გადავიდა ანტილიბერალური რიტორიკის გამოყენებასა და ძალაუფლების კონსოლიდაციაზე, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. საქართველოს მთავრობამ იპოვა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობა, რომელსაც შეუძლია მიბაძოს და ამავდროულად ამტკიცოს, რომ ის რჩება ევროპულ - და არა რუსულ - გზაზე.

26 ოქტომბრის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები საარჩევნო ყუთთან აჩვენებს გაგრძელდება თუ არა საქართველოს უნგრული ტრაექტორიით სვლა. მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება სურს; ოპოზიციის მიზანია შექმნას კოალიცია, რომელიც ქვეყანას დემოკრატიულ, პროევროპულ გზაზე დააბრუნებს. 

ონლაინ ღონისძიების ფარგლებში გვსურს განვიხილოთ შემდეგი საკითხები:

• რა მიმართულებებით და როგორ გადმოიტანა საქართველომ უნგრული არალიბერალური მოდელი?

• რატომ არის პოტენციურად უფრო მეტი საფრთხის შემცველი უნგრული მოდელი საქართველოსთვის?

• რა დასკვნები უნდა გამოიტანონ უნგრეთის კონტექსტიდან საქართველოში დემოკრატიის კუთხით მომუშავე აქტორებმა?

• როგორია საქართველოს უნგრეთის გზაზე დარჩენის შანსი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ? რა შედეგებია მოსალოდნელი არჩევნებზე და რა შესაძლო სცენარები შეიძლება განვითარდეს?

დისკუსიაზე ჩვენი მომხსენებლები იქნებიან:

• ნატალი საბანაძე, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი (Chatham House); საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში; ნატალი არის ავტორი პუბლიკაციის -„საქართველოს იმიტაციის თამაში: უნგრეთი, რუსეთი და ანტილიბერალური ინტერნაციონალის აღზევება“, რომელიც გამოქვეყნდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ვებგვერდზე 2024 წლის 24 ოქტომბერს.

• პიტერ კრეკო, პოლიტიკური კაპიტალის ინსტიტუტი

• ნინო სამხარაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

მოდერატორი: სონია შიფერსი, დირექტორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე

ღონისძიების ენა - ინგლისური. სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე უზრუნველყოფილი იქნება.

 

დროის სარტყელი
Berlin
Address
იხილეთ ღონისძიების აღწერა
ორგანიზატორი
Heinrich Böll Foundation - Headquarters Berlin
ორგანიზატორი
Heinrich-Böll-Stiftung Tbilisi - South Caucasus Region
ენა
ინგლისური