Georgia’s Pivotal Parliamentary Elections. ავტორი: hbs Tbilisi office. All rights reserved.

Online discussion

ხუთშაბათი, 19. სექტემბერი 2024 12:30 საღამოს – 2:00 საღამოს შეინახე პირად კალენდარში

Online discussion

საქართველოს გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები

 

19 სექტემბერს, ბერლინის დროით 12:30 საათზე, თბილისის დროით 14:30 საათზე,  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი, გიწვევთ  Zoom ვებინარზე - საქართველოს გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები: დემოკრატიზაციისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების შანსი?

საქართველოს მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად თამაშობს არალიბერალური ავტორიტარული წესებით. ივნისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს ქვეყანაში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე და მნიშვნელოვნად ასუსტებს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას. უფრო მეტიც, „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, რომ მიიღებს მკაცრ ანტი-ლგბტქი+ კანონმდებლობას, რასაც ამართლებს  „ტრადიციული ღირებულებების დაცვის“ რუსული ნარატივით.

„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ  ქვეყნის შიდა კურსი შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ფორმალურად მიყვება ევროკავშირში ინტეგრაციის დაპირებას, მან დიდი ხანია ზურგი აქცია რეალურ რეფორმებს და რეგულარულად ავრცელებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და შეთქმულების თეორიებს. კანდიდატის სტატუსის მიღებიდან რამდენიმე თვეში, ევროკავშირმა უპრეცედენტო ნაბიჯით შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. 

2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის მომავლისთვის. ოპოზიციური პარტიები არჩევნებისთვის ემზადებიან; მათმა უმრავლესობამ ხელი მოაწერა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ საქართველოს ქარტიას. ქარტიის მიხედვით, არჩევნების შემდეგ დროებითმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის ცხრა ნაბიჯის შესრულება და ქვეყანა დემოკრატიული პოლიტიკის გზაზე დააბრუნოს. ამავდროულად, მმართველმა პარტიამ განაცხდა, რომ ოპოზიციური პარტიების უმეტესობას აკრძალავს, თუ ის საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ამგვარად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტად იქცეს - ან უფრო ღრმა კრიზისში გადაიზარდოს. 

ონლაინ ღონისძიების ფარგლებში გვსურს განვიხილოთ შემდეგი საკითხები:
• რა ფაქტორებმა და მოვლენებმა განაპირობა საქართველოს ავტოკრატიზაცია და ანტიდასავლური კურსი?
• როგორია საზოგადოების განწყობა? რამდენად უჭერს მხარს ქართული საზოგადოება ხელისუფლების კურსს? არის თუ არა ცვლილების სურვილი?
• როგორ უპირისპირდებიან  ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლების ავტორიტარულ ნაბიჯებს და როგორია მათი სტრატეგიები ამომრჩეველთა მობილიზების კუთხით?
• რას შეიძლება ველოდოთ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდეგ?
• რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს მომავალი ევროკავშირისთვის და როგორ შეუძლიათ ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს მხარი დაუჭირონ საქართველოს დაბრუნებას დემოკრატიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე?

დისკუსიაზე ჩვენი მომხსენებლები იქნებიან:

– დებორა დიურინგი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი და საგარეო პოლიტიკის სპიკერი, საპარლამენტო ჯგუფი - ალიანსი 90/მწვანეები
– ლევან კახიშვილი, პოსტდოქტორანტი მკვლევარი, ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ETH Zürich)
– ლევან ცუცქირიძე, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დამფუძნებელი
– ნატალი საბანაძე, უფროსი მკვლევარი, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი (Chatham House)
– სოფო ვერძეული, პლატფორმა „კომენტარის“ თანადამფუძნებელი; სამოქალაქო საზოგადოების კამპანია - ამომრჩევლები

მოდერატორი: სონია შიფერსი, დირექტორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი.
 

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე.
ღონისძიების ენა: ინგლისური. სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე უზრუნველყოფილი იქნება. 
 

დროის სარტყელი
Berlin
Address
იხილეთ ღონისძიების აღწერა
ორგანიზატორი
Heinrich-Böll-Stiftung Tbilisi - South Caucasus Region
ენა
ინგლისური
ქართული