Sleepless: Ukranian Illustrations of the War. ავტორი: hbs Georgia. All rights reserved.

Event

ოთხშაბათი, 30. ნოემბერი 2022 10:00 დილის – 6:00 საღამოს შეინახე პირად კალენდარში
ხუთშაბათი, 01. დეკემბერი 2022 10:00 დილის – 6:00 საღამოს შეინახე პირად კალენდარში
პარასკევი, 02. დეკემბერი 2022 10:00 დილის – 7:30 საღამოს შეინახე პირად კალენდარში
შაბათი, 03. დეკემბერი 2022 10:00 დილის – 7:30 საღამოს შეინახე პირად კალენდარში
Save all dates in my calendar

Event

ძილდაკარგული: ომის ილუსტრაციები უკრაინიდან

29 ნოემბერს 19:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გიწვევთ გამოფენის გახსნაზე

„ძილდაკარგული: ომის ილუსტრაციები უკრაინიდან“

გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში (გ. ჭანტურიას ქ. 8 ).

ვიზუალური სერია „ძილდაკარგული: ომის ილუსტრაციები უკრაინიდან“ უკრაინელი ხალხის მრავალფეროვან ომის გამოცდილებებს ეთმობა. ეს სერია შედგება ავტორების თვალით დანახული ადამიანების მონათხრობისგან, მედია ჩანახატებისგან და მცირე ყოველდღიური ამბებისგან, რომლებიც კოლექტიურ მეხსიერებაში იბეჭდება და ომის ახალი რეალობის ნაწილი ხდება. ეს რეალობა არასტაბილური და უკიდურესად დამღლელია, მაგრამ მისი გაგება და მასზე რეფლექსია გარდაუვალია.

გამოფენას გახსნიან:

სონია შიფერსი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი;
სოფია ოლინიკი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კიევის ოფისის პროგრამის კოორდინატორი (ონლაინ);
ბოგდანა დავიდიუკი, არტისტი.
ენები: ქართული, უკრაინული, ინგლისური (სინქრონული თარგმანი)

გამოფენა გაგრძლდება 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით.

გამოფენის ფარგლებში აგრეთვე ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები:

2 დეკემბერს 19:00 სთ-ზე ლაშა ბაქრაძისა, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, და იულია ილიუხას, მწერლის, საუბარი ომსა და ლიტერატურაზე.

ენები: ქართული, უკრაინული, ინგლისური (სინქრონული თარგმანი)
ადგილი: გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში

3 დეკემბერს 19:00 სთ-ზე საჯარო დისკუსია „ქალები ომის დროს და ომის შემდეგ: გადარჩენის სტრატეგიების გენდერული პერსპექტივები“

მომხსენებლები:
ნარგიზა არჯევანიძე, გენდერის მკვლევარი, სოციოლოგიის დოქტორანტი, თსუ;
ტეტიანა კურმაშოვა, მასწავლებელი, მოხალისე.

მოდერატორი: ლილია ჩიხლაძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროგრამის კოორდინატორი

ენები: ქართული, უკრაინული (სინქრონული თარგმანი)
ადგილი: გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში

გამოფენა ინიცირებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კიევის ოფისის მიერ და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

ნამუშევრები, რომლისგანაც ეს სერია შედგება, მიმდინარე ომის წიაღში შეიქმნა. აქ ჩვენს თვალწინაა დროის გაჩერების და ადამიანის გამოცდილების მეხსიერებაში აღბეჭდვის მცდელობა - გამოცდილების, რომელიც, მოვლენათა სწრაფი განვითარებისა და ომის დესტრუქციული მანქანის გარდაუვლად სწრაფი სვლის გამო, შეიძლება დაიკარგოს. ამ ძალისმიერი სისწრაფის პირისპირ, სურათები სხვებთან საუბარს იწყებენ, აშენებენ სოლიდარობას ადამიანებს შორის. მათ საერთო, ანტი-საომარი სათქმელი აქვთ. ისინი მოგვიწოდებენ გვახსოვდეს და ვიმოქმედოთ დაუყოვნებლად.

Address
იხილეთ ღონისძიების აღწერა
ორგანიზატორი
Heinrich-Böll-Stiftung Tbilisi - South Caucasus Region